ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2015


მოსაგები მაქვს...

მე სამშობლოდან არსად წავალ და
აქ ვარსკვლავებიც მთვლიან მასპინძლად,
მოსაგები მაქვს ჩემი მარაბდა,
მოსაგები მაქვს ჩემი ასპინძა.
გარს მახვევია მოძმე ურიცხვი –
სავსეს ქართული პატიოსნებით,
თუ დავეცემი სიყვარულისთვის,
დამიტირებენ ძმები მგოსნები.
ბარში ვიყავ თუ ვაჟას ჩარგალში
მუდამ სიცოცხლის ეშხით ვთვრებოდი,
ხან ვიჭრებოდი ცეკვის დარბაზში,
ხან ლამაზმანებს ვეფერებოდი.
არ ვემეტები მოყვრებს მარცხისთვის,
აქ ვარსკვლავებიც მთვლიან მასპინძლად,
მოსაგები მაქვს ჩემი ფარცხისი,
მოსაგები მაქვს ჩემი ასპინძა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები