ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათანა
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2015


ოცდამესამე გაზაფხული

ორი თვე მოგვცეს, ექიმებმა.
შენ, ჩემი ძმა ხარ!
ვერ გეუბნები.
არც არასდროს, არ მითქვამს შენთვის,
რომ სიყვარული თუ არსებობს
აქ არის მხოლოდ.
ჩემს და შენს შორის.
აქ ეტევა საწილო ღმერთი.
ჩემი და შენი.
და არაფერს აღარ აქვს
აზრი.
გარდა ამისა.
შენ ეს იცი.
შენ ისიც იცი, რომ ვერ შევძლებ
და ვერ მოგმართავ
"შეჩემას" ნაცვლად,
რაიმე უფრო
მხატვრული და
ლამაზი სიტყვით,
მხოლოდ იმიტომ,
რომ ცხოვრებამ დედა გვიტირა.

ორი თვე მოგვცეს, ექიმებმა.
(არცისე ცოტა)
სისულელეა,
"To Do List" ზე, რომ
ვფიქრობ ახლა,
რადგან ყოველთვის
დავცინოდით
"დაგეგმილ" ტიპებს.
და ბევრად უფრო გულიანად
საკუთარ თავებს,
თუკი რაიმე
მსგავს მომენტზე, გამოვიჭერდით.

შენ კარგად ხვდები
ყველაფერს და არაფერს იმჩნევ
ჩვენ გატყუებთ და
შენც გვატყუებ, რომ ჩვენი გჯერა.
ოცდამესამე გაზაფხული
აპრილობს გარეთ.
ოცდამესამედ.
(ეს იკმარო -
- სისულელეა)

ვდგავარ და ბურთის მოცულობა,
იზრდება ყელში
და ჩემს (ამქვეყნად არ მოვლენილ)
ნათლულის დედას
ვერ ვეუბნები:
"ყველაფერი იქნება კარგად"-ს
მხოლოდ მხარს ვუშვერ,
მხარს და
ისიც დასასველებლად...
ოღონდ ჯერ არა!
ჯერ ადრეა!
შენ ჩემი ძმა ხარ!

"სიკვდილს თავს როგორ დავუხრიო"
ამბობდი.
მახსოვს.
"იქნება, ღმერთმა თავხედობაც
შეგვარჩინოსო"
შენ ამაყი ხარ
და საერთოდ, არაფერს ამბობ
სენტიმენტალურს.
ეს ასეა,
ეს ასე ხდება.

ორი თვე მოგვცეს, ექიმებმა
(იქნებ ცდებიან.)
ცდებიან იქნებ, ამის დედაც...
შენ ჩემი ძმა ხარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები