*** ვატყობ, როგორი სიუცხოვე იშვა ჩვენს შორის, თვალების გარდა სულ ყველაფრით მეც სხვა ვარ, შენც სხვა, და აზრი არ აქვს ამ ლექსივით სხვა აზრს მემგონი, ვფიქრობ, ორივეს უნდა ჩვენი შეფარვის შეგვრცხვეს. ღმერთი, რომელიც ჩვენში იყო მოვკალით ჩვენვე, ვამბობთ იმას, რაც რეალობას სულ არ განსაზღვრავს, ნარკომანივით მოფხანის მსგავს ვღებულობთ შვებას, და ვემსგავსებით უგრძნობლობით ვიღაც მამაძაღლს.
*** მაშინ, როდესაც ვეღარ ვიგრძნობ როგორ გჭირდები, იმედს ვიტოვებ ერთხელ მაინც გაგეღიმება, იმ პოეტ ბიჭზე, იყავ ვისთვის ხელჩასაჭიდი ყველა უთქმელი სინანულით, ახლა ვიღები ჩემი ოთახის ძველ კარივით, ანუ ვხმაურობ პოეზიაშიც, გამიხსენებს ორიოდ წყვილი. ახლა კი სულში ისეთი მაქვს ცუდი აურა, რომ ამ სიჩუმის მოსასპობად მოგიძღვნი ყვირილს.
ამნეზია *** წიგნები, რომლის ჩაკეცილი ფურცლები ჰქმნიან ნოსტალგიებს და იმ დღეების უწყინარ წუთებს, როდესაც სულაც არ იცოდი, თუ რამდენს ნიშნავს, გერქვას პოეტი, მაგრამ სულში ბავშვობას აწრთობ. წიგნები, რომლის ჩაკეცილი ფურცლები ჰქმნიან ნოსტალგიებს და ამავე დროს თავს გახსენებენ მივიწყებები, ბოლო გვერდზე წერილი იქვე ჩაკეცილია, სადაც სულ მთლად უცხო შეგხვდება შენი წარსული.
არ მიცნობთ *** ცხოვრებამ ისედაც დამწყევლა, ვინც მიცნობს მარტივად გაიგებს, არა ვარ უბრალო ყმაწვილი და ზოგჯერ ბედ-იღბალს ვაგინებ. ასე თუ ისე კვლავ ვიცინი, და ჩემში სიცოცხლე ანთია, ვინც მიცნობს სულ ყველამ იციან, რომ ჩემში მაცხოვრის კვართია. დავდივარ მარტოსულ მგზავრივით, ვეწევი თუთუნს და ,,მასტერკას'', ვინც მიცნობს მიხვდება მარტივად, რომ შემქმნა ცხოვრებამ ასეთად. ბოლოს კი არაფერს არ გეტყვი, შენ უნდა თავიდან დაიწყო, თვით ღმერთმა მომძერწა ასეთი, საერთოდ არავინ არ მიცნობთ!
ლექსი *** რომ იწყებ და ასრულებ, ეს ისეთი გრძნობაა, თითქოს ორგაზმს განიცდი წერით. და ქმნი მონაზახს, როგორ უნდა აცდუნო პოეზია, იცოდი მოკვკვდებოდი უაზროდ, ულექსებო სიცოცხლით. და რაც უფრო გრძელია ლექსი, გტოვებს კმაყოფილს, ზოგჯერ ისე მანაყრებს აღარც კი ვჭამ კარტოფილს. მთელი სიამოვნებით დავეწაფე შენს მტევნებს, გავაგრძელებ წერას და... დავწერ გულის შეტევებს.
Surprises *** (თვალებს დაღლილი ლეკვივით ნაბავ, წყალწაღებული გაქვს გზა და კვალი, ზაფხული სიცხით გაგაძრობს საბანს და სიყვარული შემოგხვევს მკლავებს. ამინდი დაღლილ ქალივით კვნესის, ოთახებს თეთრი დაედოთ ნისლი, არ ვიცი, ასე რა მხიბლავს შენში, საკუთარ სხეულს შენში ღრმად ვისვრი. და როგორც მზეზე დაფრენილ ჩიტებს, მეწვება ფრთები, ჯანდაბას კუჭი, შეგჭამდი კარგად, ახლა კი მიტევს გრძნობა, რომელსაც ძალიან უჭირს, თვალებს დაღლილი ლეკვივით ნაბავ, ეპოქა არის, ასე რომ კვნესის, გახადეს თეთრი, ახალი კაბა, საჩუქრებივით მიართვეს...) Sexy!!!
ნაბახუსევი *** ისეთია ამინდი, ლუდი უნდა დალიო, შავი ზღვაა უბრალოდ თუ მოგინდა მოშავო, წუხელ რა არ დავლიე, ლუდი, წინანდალიო, ახლა კი თავს მატკიებს ხალხი, რადგან როშავენ, რომ მეგობარ გოგოსთან, დარჩენის აქვთ კომპლექსი, კაცი მაინც კაცია, გინდა გადაუსევი ხაზი, რაც შენ არ მოგწონს, თუ გსურს წერო რომ ლექსი, უნდა გქონდეს მოტივი ანდა ნაბახუსევი.
*** შენ ჩემთან მარტივად მოიწყენ, დღედაღამ ვუყურებ რიკულებს, საერთოდ არავის ვუყურებ, საერთოდ არავინ მიყურებს. ვეწევი ყველაფერს რაც მომდის, დღედაღამ ვუყურებ რიკულებს, საერთოდ არავინ ბრუნდება, ისედაც არავის ვიბრუნებ. ვმღერი და არავინ არ მისმენს, ყველანი უსმენენ ბიბერებს, მკიდია, ამათი შეგნება, ჩამწყდარი ხმით ისევ ვიმღერებ. შენ ჩემთან მარტივად მოიწყენ, დღედაღამ ვუყურებ რიკულებს, საერთოდ არავის ვუყურებ, საერთოდ არავინ მიყურებს.
ნაბახუსევი *** გათენდა დილა, დაიწყო ომი, თავის ტკივილი მთელ სხეულს ებრძვის, მე შენი ერთი შეხებაც მყოფნის, რომ განვიკურნო. არაყო ლეღვის. წუხელ მემგონი ძმაკაცთან ვსვამდი, დღეს ვერ ვიხსენებ გუშინდელ ამბავს, თავი გამიტყდა კედლით თუ მჭადით ზუსტად არც ვიცი, ნაღველი მაბამს კვლავ რომ დავლიო, არაყი ლეღვის, თვალს კი ყოველთვის ლამაზი ხიბლავს, ჩემს ნაბახუსევს ქალიც არ შველის, ჩემს ნაბახუსევს მაგარი შიგ აქვს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ჩემი საღამო მოიწყე? :დ ჩემი საღამო მოიწყე? :დ
8. მე გიცნობ და ვიცი <3 მაშინაც გიცნობდი,ამას რომ წერდი. მიყვარხარ მე გიცნობ და ვიცი <3 მაშინაც გიცნობდი,ამას რომ წერდი. მიყვარხარ
7. სამყაროს მიღმა ვერ გიცანი, მარა შენ მიცნობ თურმე. მადლობა ყველას შეფასებებისთვის სამყაროს მიღმა ვერ გიცანი, მარა შენ მიცნობ თურმე. მადლობა ყველას შეფასებებისთვის
6. :D ეს როდის არაა ნაბახუსევზე!
კარგი ლექსებია 5 :D ეს როდის არაა ნაბახუსევზე!
კარგი ლექსებია 5
5. ავტორი: დავით კინწურაშვილი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
მართლაც კარგებია,გასაღიმებლებიც... :)
ავტორი: დავით კინწურაშვილი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
მართლაც კარგებია,გასაღიმებლებიც... :)
3. კარგად მახსენდება 2011 წელი, სიღნაღი განსაკუთრებით. ;) კარგად მახსენდება 2011 წელი, სიღნაღი განსაკუთრებით. ;)
2. მძიმე წელი იყო 2011 :D მძიმე წელი იყო 2011 :D
1. რა ხშირად ყოფილხართ ნაბახუსევზე 2011-ში :)
ისეთი კარგი ფრაზებია ალაგ-ალაგ და ჩაიკარგა ამ სიმრავლეში.
"თვალებს დაღლილი ლეკვივით ნაბავ, წყალწაღებული გაქვს გზა და კვალი,"
"შენ ჩემთან მარტივად მოიწყენ, დღედაღამ ვუყურებ რიკულებს, საერთოდ არავის ვუყურებ, საერთოდ არავინ მიყურებს. ვეწევი ყველაფერს რაც მომდის, დღედაღამ ვუყურებ რიკულებს, საერთოდ არავინ ბრუნდება, ისედაც არავის ვიბრუნებ."
რა ხშირად ყოფილხართ ნაბახუსევზე 2011-ში :)
ისეთი კარგი ფრაზებია ალაგ-ალაგ და ჩაიკარგა ამ სიმრავლეში.
"თვალებს დაღლილი ლეკვივით ნაბავ, წყალწაღებული გაქვს გზა და კვალი,"
"შენ ჩემთან მარტივად მოიწყენ, დღედაღამ ვუყურებ რიკულებს, საერთოდ არავის ვუყურებ, საერთოდ არავინ მიყურებს. ვეწევი ყველაფერს რაც მომდის, დღედაღამ ვუყურებ რიკულებს, საერთოდ არავინ ბრუნდება, ისედაც არავის ვიბრუნებ."
|
|
მონაცემები არ არის |
|
|