ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2015


შენ არ იცი, რას განიცდიან.

შენ არ იცი, რას განიცდიან,
ფუტკრის მსგავსი ადამიანები.
საერთოდ თუ არსებობენ,
არც ის იცი.
როცა ძალიან ატკენ,
ტკივილითვე გიპასუხებენ,
აგატირებენ და მიდიან.
მიდიან ოღონთ გულს,
ნექტარივით, შენს ტკივილებში
ტოვებენ.
-
იმ საღამოს კი,
შენი ტკენისთვის,
საკუთარ თავს,
მერამდენედ, ასაფლავებენ.

*********************************
თოვლივითაა სიყვარული,
თეთრი და სპეტაკი.
ყველა ნაფეხურს რომ,
უსიტყვოდ ითმენს.
სისულელეა მიხვიდე
და ვინმეს
აუხსნა.
ღმერთს არასდროს,
აუხსნია ჩვენთვის,
სიყვარული.
ჩვენ ის ვიგრძენით.

**************************
ისე გულგრილად,
ჩაუარა უკვდავების წყალს,
უკვე მკვდარია ( ჩემიანი).
-ჩავიჩურჩულე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები