 | ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული 8 აპრილი, 2015 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ერთხელ, სრულიად შემთხვევით, კვირა დღეს, ერთი კეთილშობილი და კეთილმოტყნული ადამიანი ლუდის ბარში ერთ მაგიდასთან მოხვდნენ. მოგეხსენებათ, კეთილმოტყნული არაფრით განსხვავდება ერთი შეხედვით კეთილშობილისაგან....თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით! სინამდვილეში კი ისინი ისევე განსხვავდებიან, როგორც მატერია და ანტიმატერია... ...ჰო და დალიეს რამდენიმე ბოკალი ლუდი, მერე , ანუ როგორც წესია, ანდა როგორც ხდება ხოლმე, ან უფრო სწორად როგორც კეთილმოტყნული არსებების ფსიქოლოგიაში ხდება ,შესაბამისად ის იმად გადაიქცა, რაც იყო არსში და მალავდა ფხიზელ მდგომარეობაში...ჰო და მოაწვა ნეხვი, მოაწვა, თვალები მოჭუტა და შარს დაუწყო ძებნა, ანდა გაჭედაო..... ასე ამბობენ ხოლმე ზოგიერთნი.
...ამასობაში კეთილშობილმა არსებამაც მოწრუპა ლუდი და რამდენადაც ის უფრო კეთილი გახდა, ამდენადვე გაბოროტდა მეორე....
---სიგარეტი მომაწევინე კაცური კაცი!---ნიადაგი მოსინჯა კეთილმოტყნულმა და სახეში მიუბოყინა მაგრად. ---აი, აიღე ჯიგარო,---- უთხრა ღიმილით კეთილშობილმა და უბოროტო არსებამ და გაუწოდა. კეთილმოტყნულმა დინჯად გააბოლა...მერე კიდევ დალია და როცა კეთილშობილს მისი არსებობა გადაავიწყდა, უცებ კითხა: --რა მითხარი ძმაო?,,ეხლა რა თქვი? --რაა?...--გაუკირდა კეთილშობილს--არაფერი მითქვამს....
--ხო და ვერც მეტყვი...---ჩაიბუბუნა კეთლმოტყნულმა, თვალები გადმოკარკლა და პირის წკლაპუნი დაიწყო, მერე კბილების კრაჭუნი.. აშკარა იყო, მინიმუმ ორი ტრაილერი ნეხვი მოსწოლოდა ტვინში, მთელ მის სხეულს ახლა ეს აკონტროლებდა!... ამ დროს კი დაბნეულ, კეთილშობილ არსებას ტელეფონი "ალკატელი" ამოეღო, რეკავდა თავის ფსიქოლოგთან რომ ეკითხა, ნეტავ რას ნიშნავდა ეს სიტუაცია ახლა რომ ხდებოდა და არსებობდა თუ არა აქედან გამოსავალი?.. მაგრამ ...ო უბედურებავ! როგორც მოგახსენეთ, კვირა დღე იყო , ფსიქოლოგი ისვენებდა ცოლ-შვილთან ერთად და ტელეფონიც გამოერთო....ხოლო ტელეფონის დანახვამ უფრო გააღიზიანა , უფრო გააცხოველა ისედაც ცხოველურ საწყისს დაბრუნებული, კეთილმოტყნული, ნეხვმოწოლილი, ვითომ "ჰომო საპიენსი"...და შარიც, რომლის მოდებაც ასე სწყუროდა ეგრევე იშვა..
--სად რეკავ შე ახვარო? პოლიციაში? აბა დააყე ეხლა ტრაკი თორემ გადაგივლი კატოკივით, შენი დედას .... კეთილშობილს გააკანკალა...."არ უნდა გაუცინო ყველა ნაბიჭვარს!" გაიხსენა ფსიქოლოგის სიტყვები,,მერე ისიც გაიხსენა რომ "ღორის ტილს თუ ფეხზე დაისვამ, თავზე აგაცოცდებაო.."და ბოლოს საშუალო არითმეტიკულიც გამოიყვანა
--ღორის ტილს თუ გაუცინებ, დედის პორნო ვიდეოსაც მოგთხოვსო!---- შემდეგ წყნარად და უემოციოდ მოისმინა გინება, რაც DVD, MP-4 და სხვა მედია-ფაილებს არა მაგრამ დედის გინებას , ანუ მის დედასთან სქესობრივ, გარყვნილ. ამაზრზენ და არასამართლებლივ აქტზე მიანიშნებდა. კეთილშობილი გაქვავდა, კეთილმოტყნული იღრიჭებოდა, ხორცსავსე ტუჩებს ამოძრავებდა, გაბანჯგვლულ წარბებს წკიპავდა და ნეხვს, რომელიც მის გონებას დაპატრონებოდა, უხვად აშხეფებდა გარშემო. კეთილშობილმა ღრმად ჩაისუნთქა, მერე ჩანგალი აიღი და კეთილმოტყნულს სქელ, ღორულ კისერში დაასო. ნეხვი, ანუ კეთილმოტყნული, კუბოში ჩასდეს, როგორც კრემი ეკლერში. კეთილშობილი ციხეში წავიდა... ხოლო ეს ისტორია ამით არ მთავრდება, არც დამთავრდება, მანამ, სანამ არსებობენ კეთილმოტყნული და კეთილშობილი არსებები დედამიწაზე....
P.S. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, კეთილშობილმა (უკვე კეთილმოტყნულად ქცეულმა) ეგრევე ლუდის ბარს მიაშურა, იქ მოძებნა ვიღაც მარტო მჯდომი, გვერდზე მიუჯდა...ერთხანს წყნარად სვამდა, მერე დააბოყინა და ....
---სიგარეტი მომაწევინე კაცური კაცი!..........რაა? არ ეწევი? რაო? რა მითხარი შე ახვაროო? ................................
.....და ისტორია ისევ განმეორდა....
ს.ნ.2015
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. არაა ეს კარგი და არც ძალაინ კარგი არაა ეს კარგი და არც ძალაინ კარგი
9. ის კეთილშობილიც კაი კეთილ****ნული ვინმეა :)) ის კეთილშობილიც კაი კეთილ****ნული ვინმეა :))
6. რეალურია, ნაღდია და კარგი. არცერთი ზედმეტი სიტყვა. ნიჭიერი ავტორი.
რეალურია, ნაღდია და კარგი. არცერთი ზედმეტი სიტყვა. ნიჭიერი ავტორი.
5. ვახ როგორ დავმწუხრდი ახლა! ცალ თვალზე ცრემლი მადგას და ტუჩის კუთხეზე ღიმილი ჩამომიჯდა ;) ვახ როგორ დავმწუხრდი ახლა! ცალ თვალზე ცრემლი მადგას და ტუჩის კუთხეზე ღიმილი ჩამომიჯდა ;)
4. და იუმორისტული რა არის აქ?
უფრო ტრაგედიაა :( და იუმორისტული რა არის აქ?
უფრო ტრაგედიაა :(
3. :D მოროშკინა :D :D მოროშკინა :D
2. ძალიან კარგია!
ძალიან კარგია!
1. ანუ მაგ ლოგიკით ლალი მოროშკინა კეთილშობილი გამოდის? :))))) ანუ მაგ ლოგიკით ლალი მოროშკინა კეთილშობილი გამოდის? :)))))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|