ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2015


სამყაროს მოდელი

მას შემდეგ 20 საუკუნე გავიდა რაც ჩვენ,
ქრისტეს მოვკიდეთ ხის უხეშად ნათალი ჯვარი,
უსუსურებმა ჩვენ ვიყარეთ ძლიერზე ჯავრი
და ღმერთს წავართვით ძვირფასი შვილი..

მერე იწვიმა,ცა დაიქცა,მიწა შეიძრა,
მთელი სამყაროს ცოდვა, როგორც ტალღა აგორდა,
გადაიარა უფლის მზერამ ყველა მთაგორა,
გოლგოთაზე კი ელვების ფსკვნილი

დაყარა. მკერდზე ზღვები წასკდა ნარევი სისხლში,
სამი დღის მერე სულიდან მიწა...
ვიხილეთ ქრისტე და მივხვდით იმ წამს,
რომ მის თვალებში ჩაღვრილიყო ღვთიური დილა.

მას შემდეგ 20 საუკუნე გავიდა რაც ჩვენ,
სისხლისფრად ვღებავთ სამყაროს მოდელს,
ცოდვის სიმძიმეს შევიგნებთ ოდეს?...
წუხელის ჩვილი დაიბადა ღმერთების კბილა...

                                                          დმ. 09.04.2015წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები