ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია123
ჟანრი: პროზა
13 აპრილი, 2015


* * *

საოცრად ციოდა , როცა ახალგაზრდა გოგონა ქუჩას მიუყვებოდა . რატომღაც დადარდიანებული , ნამტირალები თვალები ჰქონდა , აი ისეთი შველას რომ ითხოვს და თან ყველას რომ გაურბის . უნდოდა ეყვირა , დახმარება ეთხოვა , მაგრამ მშველელი არ ჩანდა. მარტოდ დარჩენილს ის ადამიანი ენატრებოდა , რომლისაც სჯეროდა , სწამდა , უყვარდა და აიდიალებდა . ენატრებოდა ის ვისთვისაც სიცოცხლეს გასწირავდა და რეალობას გაექცეოდა. გაურკვევლობაში ჩავარდნილ თინეიჯერს გული სტკიოდა , საკუთარი თავის დადანაშაულებით მოძულებულ ახალგაზრდას გაქცევა  უნდოდა იქ, სადაც ადამიანები არარსებობენ , სადაც საკუთრი თავის აგენტად ქცეული სტერეოტიპებს ამსხვრევ , უნდოდა ყოფილიყო ის ვინც იყო და არა ვიღაცის სუროგატი , უხეირო ასლი . ფიქრები ფიქრებს ჰყვებოდა ,ოცნებები ოცნებებს , ისინი კი ერთმანეთს ერეოდნენ  და მის გაგიჟებას ცდილობდნენ , უყვარდა თუ სძულდა  , ენატრებოდა თუ  სჭირდებოდა . რეალობის აღქმა უჭირდა , ახლობლების დარგვა უმძიმდა და იმ ადამიანის დაკარგვის ეშინოდა , რომელიც უყვე აღარ არსებობდა. ვერაფერმა ვერ უშველა , ვერც მუსიკამ , ვერც ჩანახატებმა ,  ვერც ხატვამ , მისი სული ბობოქარი იყო , შველას სთხოვდა , სხეული კი გაქცევას .......
  გადაწყვეტილება მიღებული იყო , ჩანთა გამზადებული . იგი მიდიოდა იქ სადაც სჯეროდა რომ ცხოვრებას ახლიდან დაიწყებდა , თავს უშველიდა . ნათესავებთან დამშვიდობება , ცრემლიანი მშობლების დანახვა ადვილი არ იყო . ისინი ვერ ხვდებოდნენ , რომ მას შველა სჭირდებოდა  . განა სიყვარული იმისთვის არსებობდა , რომ ჩვენი გმირი დატანჯულიყო ? განა იმისთვის შეუყვარდა , რომ ამ სიყვარულის გამო პასუხი ეგო ?  განა იმიტომ უყვარდა , რომ მას გაქცეოდა ? განა ყველას ვისაც უყვარს იტანჯება ? განა მართლა არსებობს სიყვარული ? იქნებ ეს ჩვენს მიერ მოგონილი თამაშია , რომელიც ზოგის ცხოვრებას ალამაზებს , ზოგისას კი ანგრევს . განა ეს გოგონა სიყვარულმა შეიწირა , როგორ შეიძლებოდა გრძნობას გაემარჯვა ადამიანზე , მოეტეხა ის და ძირიანად წაექცია ?  კითხვები არ ასვენებდა , პასუხებს კი ვერ უძებნიდა ამიტომაც  გაემართა ახალი ცხოვრების შესახვედრად , იმ ცხოვრების  რომელიც ყველას გატეხილ გულს და  დაწყლულებულ სულს შველის .
      მის გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდნენ , მიიღეს ახალ სახლში და ანაფორაც მოასხეს. როგორ უხდებოდა შავი მოსასხამი , რა ლამაზად ანათებდნენ მისი ერთ დროს დამჭკნარი თვალები . გოგონას წერაც უხაროდა , ხატვაც და ადამიანებთან ურთიერთობაც . იგი შეიცვალა , უფრო და უფრო გალამაზდა , სიცოცხლით სავსე და აქტიური გახდა, დამშვენდა და დაქალდა. მისი შემხედვარე მოხუცებიც ბედნიერები იყვნენ . გოგონა თავს ისე გრძნობდა , როგორც არასდროს , ახლა კი უკვირდა როგორ ჩავარდა დეპრესიაში , როგორ მიაჯაჭვა სიყვარულმა ცრემლებსა და დარდს . საკუთარ თავს კიდევაც დასცინოდა და უფალს მადლობას სწირავდა , რომ  სიცოცხლე არ მოისწრაფა და გზა განაგრძო . ახალი ცხოვრება მისთვის სიახლეებითა  და სიხარულით გრძელდებოდა . ენატრებოდა ახლობლები , მეგობრები , თუმცა ის მათ თავის ჩანახატებში იგონებდა  და ბედნიერად გრძნობდა თავს .
  დიდი დრო გავიდა , ბევრმა წყალმა ჩაიარა მას შემდეგ რაც, ახალი ცხოვრება დაიწყო. გოგონას მონატრება ისე ძლიერად უღრმავდებოდა , რომ ახლობლების ნახვის სურვილი კლავდა , მართალია , მას არავინ აკავებდა , თუმცა ეშინოდა , რომ თუ მონასტერს დატოვებდა შეხვდებოდა მას , ვინც გული ატკინა , აწყენინა , მაგრამ ჭეშმარიტ სიყვარულს აზიარა . გული ქალაქში წასვლას თხოვდა, გონება კი დარჩენას და ჩვეული ცხოვრების გაგრძელებას , მაგრამ ვერ მოითმინა და შეხვდა მათ , რომლებმაც მის გაზრდასა და აღზრდას მთელი ცხოვრება მიუძღვნეს . შვილის ბედნიერებით აღტაცებული მშობლები ერთმანეთს ულოცავდნენ და ცრემლებს ვერ იკავებდნენ . მის თვალებიდან  გამოუთქმელი სიმშვიდე , სიხარული და ბედნიერება გამოსჭვიოდა .მაგრამ ესეც ხანმოკლე აღმოჩნდა მისთვის , საინფორმაციო გადაცემაში გაშუქებულმა ამბავმა გული მოუკლა და კიდევ ერთხელ დაასევდიანა. ავტოავარიაში მოყოლილი ცნობილი მეწარმე სიკვდილს ებრძოდა...  იგივე განცდებმა , იგივე ტკივილმა , იგივე სიყვარულმა ხელახლა გაიღვიძა მის გულში . სასწრაფოდ გაემართა იმ ადამიანის შესახვედრად ვინც მთელი გულით უყვარდა , ვისთვისაც ცხოვრებაც კი შეიცვალა . რეანიმაციაში ანაფორით შესულმა თვალებში ჩახედა და უკანასკნელი სიტყვები მოისმინა ,, რამდენი გეძებე, მაგრამ  ბოლოს მაინც  გიპოვე, მიყვარდი და მენატრებოდი მარად  ‘’ ...... ვერაფერს მიხვდა , საკუთარი თავი დაადანაშაულა  მწარედ ატირდა. მან ხომ მიატოვა ,  გული გაუტეხა , თავი შეაყვარა მოატყუა და სხვაზე გაცვალა .  რატომ ეძებდა ?  როგორ უყვარდა ? მიუბრუნდა  მას და მაგრად ჩაეხუტა , ისევ ისე ტოვებდა , როგროც ადრე , პასუხგაუცემელ კითხვებს უტოვებდა მხოლოდ, ეხვეწებოდა , ემუდარებოდა არ მიეტოვებინა , მაგრამ მისი გული უყვე ჩერდებოდა , სხეული კი ნელ–ნელა ცივდებოდა. სახლში დაბრუნებულმა სარკეში ჩაიხედა და გაახსენდა , რომ მას ელოდებოდნენ , დამშვიდობების გარეშე დატოვა ქალაქი და თავის ნამდვილ სახლში დაბრუნდა . ცხოვრება გააგრძელა იმ ადგილიდან , სადაც გაჩერდა . მხოლოდ ახლა დაიწყო ინტენსიურად  წერა . წერდა იმ სიყვარულზე , რომელსაც ეზიარა , რომლისაც ეშინოდა და რომლისაც სჯეროდა . ჯერ მის მოთრობებს დედაოები კითხულობდნენ  , შემდეგ ქალაქში გავრცელდა და ბოლოს მოედო მთელ სამყაროს , ახლა რომანები , რომ ჰქვია წიგნებს ეს ის წიგნებია , რომელსაც ჩვენი გმირი წერდა  . და რადგანაც უყვარდა ოცნება წერდა სხვადასხვა ამბებს ხან ბედნიერი დასასრულით და ხანაც  აი ისეთი დასასრულით  დღეს მკითხველს , გულიანად რომ აატირებს ხოლმე .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები