ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია123
ჟანრი: პროზა
7 ივლისი, 2015


ბლომბერგი 2010 წლიდან 2015 წლამდე

ძალიან საინტერესო ცხოვრება დაიწყო მას შემდეგ , რაც ბლომბერგის კომპანიაში სამუშაოდ მივედი . როგორ გითხრათ , მე ერთი ჩვეულებრივი , გამოუცდელი გოგონა ვიყავი , რომელიც ახლა იწყებდა მოგზაურობას იმ დიდ  გიგანტ სამყაროში , რომელსაც ბლომბერგის არქიტექტურა ერქვა .  თავიდან საკმაოდ კარგად ვგრძნობდი თავს ,  მომწონდა მუშაობა , ახალი იდეების ,  ახალი აზრების გაზიარება მათთვის ვინც ჩემი პროექტებით ინტერესდებოდა . გეგმა , რომელიც მოიცავდა ახალი ცათამბჯენის აშენებას ჩიკაგოში ,  ყველასგან განსხვავებული და დიდი მომავლის მქონე იყო .
  2010 წელს პროექტი  კონგრესზე გაიტანეს , სადაც საოცარი აღიარება მოვიპოვე და ცნობილმა არქიტექტორებმაც დიდი მომავალი მიწინასწარმეტყველეს . კომპანიაში დაბრუნებული იმ ადამიანის შესახვედრად გავემართე  ვისაც მეგონა , რომ ეს ყოველივე გაუხარდებოდა და სიხარულით სავსე თვალებით მეტყოდა , რომ ჩემით ამაყობდა . ჩემი პროექტი დააფინანსეს , მე მალე ერთ- ერთი ცნობილი ცათაბჯენის არქიტექტორი გავხდებოდი  , ეს ყველაზე დიდი ჯილდო იყო იმ ყველაფრისთვის , რისთვისაც ამდენი მიშრომია , მიწვალია და ღამეები მითენებია . შევედი თუ არა ოთახში  ჩემს უფროს , რომელიც მკაცრი იერით მიყურებდა , ვახარე , რომ მალე მე ჩავუდგებოდი ჩიკაგოს ცათამჯენს სათავეში . ის ჩუმად იჯდა ,  თითქოს , ზედმეტად გართული იყო თავის საქმეებში , იმდენად გართული , რომ ვერც შეამჩნია ჩემი მისვლა . არა , ასეთი მკაცრი  და სერიოზული არ იყო სინამდვილეში , ან იქნებ იყო  , ვინ იცის  და ხალხში მალავდა , მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მაინც იმედს არ ვკარგავდი , რომ მომილოცავდა და გზას დამილოცავდა მომავალი საინტერესო ცხოვრებისკენ . ოთახში , როცა შევედი და მის წინ დავჯექი  სახეში შემომხედა და ძალიან მკაცრი მზერა მაჯახა .  ვიფიქრე , ალბათ ცუდ ხასიათზეა მეთქი  , მაგრამ ზუსტად ვიცოდი , რომ ჩემი ამბავი საოცრად გაახარებდა . ცოტა ხანში მითხრა , რომ  ძალიან მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა  და ჩემთვის არ ეცალა .ოთახი უსიტყვოდ დავტოვე და გამოვედი . მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გავიგე , რომ ჩემს პროექტზე ხელი მოეწერა და თანახმა იყო პროექტს სათავეში ჩავდგომოდი . სიმართლე გითხრათ არ ვიცოდი მწყენოდა თუ გამხარებოდა ......
2011 წელი , ჩიკაგოდან დავბრუნდი . ახლა უყვე შედარებით თამამი  გოგონა ვიყავი , რომელიც თავისი მიზნებისთვის იბრძოდა და სურვილი ჰქონდა ისინი სრულ სისრულეში მოეყვანა . სიმართლე გითხრათ დიდი სურვილი მქონდა ჩემს უფროსს შევხვედროდი და მეჩვენებინა , რომ მე უყვე საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწიე . ჩიკაგოს ცათამჯენები უყვე მსოფლიოში აღიარებული პროექტი იყო და მას ბევრი მიმდევარიც გამოუჩდა . როდესაც ჩემს კომპანიაში დავბრუნდი ყველამ დიდი სიხარულით მომილოცა ახალი პროექტის წარმატება და ჩემმა უფეროსმაც ამაყი თვალებით აღსავსემ მითხრა , რომ იგი ბედნიერი იყო მისი სახელი მსოფლიოს საზღვრებს , რომ გაცდებოდა . ხელი მოვაწერეთ , მე , როგორც პროექტის ავტორმა და მან , როგორც ჩემმა უფროსმა . პირველი ჯილდო , რომელიც ჩიკაგომ პროექტის შექმნისთვის დააწესა კი გადაეცა , ჩემს კომპანიას და რა თქმა უნდა , ჩემს უფროსს .  მეორე დილით მივედი , რომ მიმელოცა და წარმატება მესურვებინა , მაგრამ ის ისეთივე მკაცრი სახით დამხვდა , როგორც მაშინ , პირველად რომ მინდოდა მეხარებინა ჩემი წარმატება . ისევ ისეთი დაკავებული ჩანდა , როგორც მაშინ  . ისევ ისე შემომხედა და  მითხრა , რომ მყუდროება დავურღვიე და სამუშაოს მოვაცდინე .  ოთახიდან უხმოდ გამოვედი და  სახლში მისულს თანამშრომლის წერილი დამხვდა , როგორ ამაყობდა ჩემი უფროსი იმით , რომ ჩიკაგოს ჯილდო მივიღე . სიმართლე გითხრათ არ ვიცოდი მწყენოდა თუ გამხარებოდა ....
2012 წელი , ჩიკაგოს პროექტზე მუშაობა დავასრულე .საოცარი ცათამჯენების მომსწრე გავხდით . აღფრთოვანებული საზოგადოება ჩემით ამაყობდა . მეც მიხაროდა და ცრემლებს ვერ ვიკავებდი , ჩემს შექმნილ საოცრებას , რომ ვუყურებდი , რომელიც ზუსტად ვიცოდი , რომ გაუძლებდა დროს და დარჩებოდა მანამ,  სანამ იარსებებდა ეს ქალაქიც.  თუმცა ამ ფიქრებში გართულს ის ადამიანი გამახსენდა , რომელმაც კომპანიაში მიმიღო და გზა გამინათა მომავალი საინტერესო სამყაროსკენ . სასწრაფოდ გავემართე იმ კომპანიაში , სადაც ის ადამიანი მეგულებოდა , რომელთანაც ვალში ვიყავი ამ  ყოველივეს გამო . მის ოთახში ისევ შევედი , ამაყი და საოცარი ენთუზიაზმით აღსავსე თვალებით  .  მაგრამ ჩემი იმედები ისევ გამიცრუვდა , მისი თვალები იმაზე მეტყველებდნენ , რომ მე  ერთი ჩვეულებრივი არქიტექორი ვიყავი , რომელსაც ბევრი არა რა გაეკეთებინა არც მისთვის და არც ქვეყნისთვის . ჩემი სათქმელი მაინც ვთვქი , მადლობა გადავუხადე ყველაფრისთვის და ბოდიში მოვუხადე შეწუხებისთვის , გამოვბრუნდი და ცრემლები მომადგა , ის ყველას პროექტს ისე იღებდა  , როგორც საკუთარს , ისე აჯილდოვებდა და ისე აქებდა თითქოს ყველა მსოფლიშო ცნობილი არქიტექტორები ხდებოდნენ  . მათ ისე პატივს ცემდა , როგორც დიდ პიროვნებებს , რომლებსაც ახალი მიმართულება უნდა მიეცათ არქიტექტურულ სამყაროში .ხო, გული ამიჩუყდა და ოთახიდან დარცხვენილი გამოვედი . ადამიანი , რომელიც ყველას თვლში დიდი არქიტექტორი იყო , გულს მტკენდა და ჩემს შესაძლებლობებსაც აკნინებდა . განა ღირდა ასეთ კომპანიაში დარჩენა ,  სადაც შენ უბრალოდ არ უნდიხართ ...  ძნელია თავი ზედმეტად იგრძნო იქ , სადაც სხვები საჭირონი არიან . და როცა საბოლოოდ გადავწყვეტდი , რომ კომპანია დამეტოვებინა , სახლში მისულს ახალი წერილები მხვდებოდა  კომპანიის თანამშრომელებისგან  , რომ ჩემი უფროსი მგულშემატკივრობდბა  ამ დიდ და მასშტაბურ საქმეში . სიმართლე გითხრათ კი არ ვიცოდი მწყენოდა თუ გამხარებოდა ......
  2015 წელი . მე უყვე ჩამოყალიბებული არქიტექტორი ვარ . საკუთარი კომპანია მაქვს და არაჩვეულებრივი თანამშრომლები მყავს .  საქმეში ჩაფლულს უეცრად კარები გაიღო და ჩემი უფროსი შემოვიდა .მან პირველად  მომილოცა და გზა დამილოცა ახალი ცხოვრებისკენ .აი . ისეთი თვალებით მიყურებდა , როგორითაც სულ მუდამ მინდოდა შემოეხედა , მაგრამ უყვე  სიმართლე გითხრათ აღარ  ვიცოდი გამხარებოდა თუ  მწყენოდა ......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები