 | ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული 14 აპრილი, 2015 |
ერთხელ, საბურთალოზე, მეგობრებთან ერთად დავლიე... მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე , სუფთა ჰაერზე გარეთ გამოსულს ალკოჰოლი სადღაც გამეპარა..ანუ დამატება მოითხოვა ჩემმა სხეულმა...
ჰო და მოვდივარ , მოვდივარ, თან პატარა ბაშვივით ვატრიალებ თავს, მარკეტს ვეძებ რომ ჩემს სხეულში ჩაბუდებული ჭია დავახრჩო...ანუ დავამატო, ისევ და ისევ... აი დავინახე რაღაც მარკეტი, შევედი, ამოვარჩიე ლუდის ქილა "ბალტიკა 9" , ამოვიღე 50 ლარიანი, გადავიხადე, არც დამიხედავს, ხურდა ჯიბეში ჩავჩურთე, გამოვედი, შევუხვიე ღია სადარბაზოში..დავლიე და.... და რა საამურია ცხოვრებაააა..... ჩავედი მეტროში, ამ დროს მოულოდნელად აღმოვაჩინე რომ რატომღაც მაქვს 100 ლარიანი , ორი 20 ლარიანი, 5 ლარიანი და ....ხურდა. ნუთუ?... გამოვფხიზლდი, დიდხანს ვიხსენებდი მაინც რა მოხდა და ბოლოს მივხვდი, ოჰ...რა თქმა უნდა!..საღამოა, მოლარე დაიღალა, 100 ლარიანი ეგონა...
..........................................................................
მეორე დღეს დანაშაულის გრძნობამ არ მომასვენა, სამსახურის მერე ეგრევე იქით გავეშურე. მაგრამ რომელი მარკეტი იყო?..რომ აღარ მახსოვს? დავფიქრდი..მერე კიდევ და კიდევ. ბოლოს შევედი ერთ-ერთში, რომელიც გავდა და მოლარეს მივმართე: --იცით რაა...გუშინ ლუდი ვიყიდე აქ...თქვენ იყავით სალაროსთან? მოლარემ თვალები გადაატრიალა და დამიღრიალა
---როგორ გეკადრება, უზრდელო! ჩვენ ვადაგასულ ლუდს არ ვყიდით! --რააა???? --- გადავირიე---რა ვადაგასული?....მომისმინეთ, მე უბრალოდ ლუდი ვიყიდე და ფული არასწორად..... --რაო ბიჭოო?..--მოვიდა დაცვა---გააჯვი ახლა აქედან!.ჩვენთან პატიოსანი გოგოები მუშაობენ!
............................................................................................... იცით რა არის მიწისძვრა? ცუნამი? ანდა ასტეროიდის ჩამოვარდნა?
...ხოოო, მესმის, მესმის....მეც არ ვიცოდი და მაშინ გავიგე როცა დაცვა მეცა...გამათრია, მე კი ისევ ვყვიროდი, ვყვიროდი, როგორც დაპროგრამებული, ჩინური , იაფფასიანი სათამაშო...
ბოლოს, როცა კართან მიმათრია, ჭკუა ვიხმარე, ფეხები მოვკეცე, 100 ლარიანი ამოვიღე და დავიყვირე: --100 ლარიანი მომცეს ხურდაში შეცდომით! რომელი მოლარე იყო გუშინ საღამოს? ----ბრააახ!... დაცვამ ხელი მიშვა, დავვარდი ძირს.... ........................................................................
ყველამ ხელები წინ გაიშვირა, როგორც კლასიკურ, ზომბებზე გადაღებულ ფილმებშია ხოლმე და ყვირილით, "" მე ვარ ის მოლარე !!!!!!!!!!"" გამომეკიდნენ...დაცვაც კი მომდევდა, სწრაფად მიახლოვდებოდა და ყვიროდა ---" მე ვიჯექი გუშინ სალაროსთან!...მოსაფსმელად გავიდა მოლარე!...მეე!...გამახსენდა!...
.......................................
მეტროს ჩასასვლელთან დამეწიენ, ძირს დამაგდეს ...თვალები დავხუჭე და უნებურად ერთი ფილმი გამახსენდა, "სპარტაკი" აი ის მომენტი, როცა სპარტაკი მარცხდება ბოლო ბრძოლაში პომპეუსთან, მას გარს თანამებრძოლები შემოეხვევიან და ყველა ყვირის...
---მე ვარ სპარტაკი! ---არა, მე ვარ სპარტაკი!!! ----სპარტაკი ვარ!.... ----სპარტაკიიიი....................................
ს.ნ.2015
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ჰეჰ... :) კაი იყო. ჰეჰ... :) კაი იყო.
3. ჰოდა ახლა გილოცავ 1 აგვისტოს... აუგუსტ კეისარი გფარავდეს :* ჰოდა ახლა გილოცავ 1 აგვისტოს... აუგუსტ კეისარი გფარავდეს :*
2. საპარტაკი კი არა, დინამო ყოფილან ყველა! საპარტაკი კი არა, დინამო ყოფილან ყველა!
1. ძალიან კარგია! 5.
ძალიან კარგია! 5.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|