ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2015


მე არ ვიცი, როგორ შეიძლება, სიკეთე ასწავლო ადამიანს.

ვერასდროს გაიგებ,
რატომ არ ვხვდებოდი,
შენს გვერდით,
მზის ჩასვლას
ზღვასთან.
მეშინოდა,
ჰო მეშინოდა,
რომ უცებ,
მიგატოვებდი
და ჩავიდოდი
მზის გადასარჩენად,
ზღვაში სამუდამოდ.
მე არ ვიცი,
როგორ შეიძლება,
სიკეთე ასწავლო,
ადამიანს.
მე უბრალოდ,
ვიცი რომ,
არსებობენ ადამიანები,
ადამიანები რომლებიც,
წინასწარ გრძნობენ,
სიკვდილს და მიდიან,
მიდიან და მშიერი მგლების
ხროვასთან ასრულებენ
სიცოცხლეს.
ასეთები სიკვდილითაც,
სხვის დაპურებაზე
ფიქრობენ.
არა და მათვის,
აქ სხვისი,
მოკვლის მეტი,
არაფერი უსწავლებიათ.
***************************
პატარა თევზს რომ,
გუბიდან ამოიყვან,
დაისვამ ხელისგულზე
და უკიდეგანო ხმელეთის იმპერიას
შესთავაზებ.
სწორეთ ასეთი თევზი იყავი,
ჩემს მკლავებში აცახცახებული
და თევზის უკანასკნელი
ჟანგბადივით, ყლაპავდი სიტყვებს,
სიტყვებს რომლებიც,
ყველაფერს გთავაზობდა,
გარდა სიყვარულისა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები