ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
18 აპრილი, 2015


სად ვცხოვრობ მე





ჭადრაკის დაფაზე ცხოვრება გამოგიცდიათ?
მე უკვე ორმოცი წელია მასზე  ვცხოვრობ.
ჯერ პაიკი ვიყავი
მერე უცებ დედოფალი გავხდი
თუმცა კაბა მალე შარვლით შეიცვალა  და  გავხდი მეფე... ბატონ-პატრონი ჩემი ბედის.
ცხოვრების ეტაპებზე  ვიყავი ლაზიერი, ეტლი და სულ ბოლოს ცხენი...
ჰო ახლა ცხენი ვარ, კისერზე კი ეტლი მადგას...
და ამ  ეტლს ნამდვილად არ მივყავარ  ზღაპრულ სამყაროში...

არასდროს არ გადმოვსულვარ ჭადრაკის დაფის ნაპირებიდან
თუმცა ხან შავით თეთრზე ვთამაშობ და ხანაც პირიქით, თეთრით შავზე...
(გამოგიტყდებით და, ისე სულერთია, რადგან სულ ვარ ცაიტნოტში...)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები