მამა ორი კვირით ლიონში გაემგზავრა,მივლინება თუ შვებულება თუ რაც ჰქვია,სულ მეშლება ეგენი... ჰოდა დავრჩით სახლში გოგონები,მართალი გითხრათ ცოტას კი ვნერვიულობ,მერი პატარაა,დედა ფეხზე ვერ დგება,ორივეს მე უნდა მივხედო. -ამელ! აბა შენ იცი! -ვუთხარი ჩემს თავს გუშინ დილით სარკეში,მერე ჩავიცვი,მამას დატოვებული ფული ავიღე და მაღაზიაში გავიქეცი. სწრაფად უნდა დავბრუნებულიყავი,რომ სკოლაში არ დამგვიანებოდა. მაღაზიაში პური,ძეხვი,ყველი და სასუსნავები ვიყიდე. დედამ დამაბარა:ფქვილი წამოიღე,საღამოს ფუნთუშებს დაგიცხობთო.ფქვილიც ჩავაგდე კალათაში.გამიმართლა,სალაროსთან რიგი არ იყო. სახლში მალევე დავბრუნდი,ყველაფერი მაცივარში შევალაგე და ოთახში ჩანთისთვის ავედი. მერი გამზადებული დამხვდა,ჰო,ეგ სულ დამავიწყდა მეთქვა, მერი ჩემს სკოლაში გადმოვიყვანეთ და ახლა დილით ერთად მივდივართ ხოლმე. უკან კი ცალ-ცალკე ვბრუნდებით,იმიტომ რომ,მე უფრო მეტი გაკვეთილები მაქვს.მოკლედ გავიქეცი... ...ერთი კვირაც გავიდა,მონპელიეში საკმაოდ დათბა. დილით კი ცოტა ცივა,მაგრამ შუადღით ისეთი თბილი მზეა სახლში ვერ გაჩერდები. სამი-ოთხი დღეა მამამ დამხმარე ქალი აგვიყვანა-სანამ მე ჩამოვალ დახმარება არ გაწყენთო. იმ ქალს ჯინა ჰქვია,ფრანგი არ არის,კალიფორნიიდან ჩამოვიდა რამდენიმე წლის წინ. ერთ ფრანგს გაჰყვა ცოლად,მერე დაშორდნენ თუმცა ჯინას აქ ძალიან მოსწონს,ამბობს- მონპელიე ძალიან ლამაზი,მშვიდი და მყუდრო ქალაქია,თან აქ ზღვა არის, მეკიდე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი,ზღვასთან ახლოს მეცხოვრა,ამიტომაც კალიფორნიაში აღარ დავბრუნდიო.ხოდა ახლა თითქმის ყოველდღე მე,დედა,მერი და ჯინა,სასეირნოდ დავდივართ ჩვენს პარკში. ჯინა გვიყვება თავის შვილზე,რომელიც ოცდაორი წლისაა და ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. -ძალიან სერიოზული და ჭკვიანი ბიჭიაო-ამბობს ჯინა...-ვარჯიშობს,სწავლობს და მუშაობსო.ხანდახან ჩემთან ჩამოდის და რამდენიმე დღით რჩებაო. მოზარდი რომ იყო,ცუდ ადამიანებთან დაიწყო მეგობრობა,ნარკოტიკებს მიეძალა,მთელი ღამეები შეეძლო სახლში არ მოსულიყოო...მერე მისი მეგობარი გოგო დაეღუპა,ამ საშინელი ცხოვრების გამო და კარგა ხანს დეპრესია ჰქონდაო.თითქმის ნახევარი წელი არავის ეკონტაქტებოდა,მერე ვარჯიში დაიწყო და ნელ-ნელა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდაო. კარგი ქალია ჯინა... ...ერთ თვეში ჩემი დაბადების დღეა, თექვსმეტი წლის გავხდები,მე კი სულ მგონია რომ პატარა ვარ,ასე თერთმეტი-თორმეტის,არ ვიცი,როგორი დაბადების დღე გადავიხადო. ეს პირველი დაბადების დღეა დედასთან ერთად,ძალიან ბედნიერი ვარ... ორი დღის წინ,საღამოს,მერის რომ უკვე ეძინა,მე და დედა მარტო დავრჩით,ბევრი ვილაპარაკეთ,მომიყვა როგორ გაიცნო მამა,როგორ უყვარდათ ერთმანეთი,როგორი გახარებულები იყვნენ როცა გაიგეს რომ შვილი ეყოლებოდათ. -მამაშენს ყოველდღე საჩუქრები მოჰქონდა,სულ მუცელზე მეფერებოდა და მკოცნიდა,რომ გავიგეთ გოგო გვეყოლებოდა,ძალიან ბევრი ვიფიქრეთ რა სახელი დაგვერქმიაო,ჰოდა,ამელი შევარჩიეთო. რომ დაიბადე ისეთი ლამაზი იყავი, მზისფერი თმები გქონდა,კიკინაც კი გაგიკეთდებოდაო-იცინოდა დედა. -ისეთი ჭკვიანი თვალებით მიყურებდი,თითქოს ხვდებოდი რასაც გელაპარაკებოდიო. მაშინ რას წარმოვიდგენდი,რომ სულ მალე ორივეს მიგატოვებდით და ცხოვრებას ასე გავირთულებდიო... მერე ჩემი და პიტერის ამბებზე ვილაპარაკეთ. დედას ძალიან მოსწონს პიტერი,ამბობს-ზრდილობიანი და კარგი ბიჭიაო. -მოდი მისი ოჯახი დავპატიჟოთ ვახშმად,როდესაც მამა ჩამოვა! -აუუ დეე,რამაგარი იქნება! -ვუთხარი და დივანზე წამოვწექი,თავი კალთაში ჩავუდე და თვალები დავხუჭე. დედა თმაზე მეფერებოდა და იღიმოდა. -ასეთ ბედნიერებაზე ვერც კი ვიოცნებებდი. -მითხრა და ჩემი ხელი ლოყაზე მიიხუტა. -დეე,მე შენ ყოველთვის მიყვარდი და მენატრებოდი.-ვუთხარი და ჩავეხუტე. -უკვე გვიანია,შენ კი დილით სკოლაში ხარ. წამოდი დავიძინოთ.-მითხრა და ჯინას დაუძახა,რომ კიბეზე ასვლაში დახმარებოდა. სკოლიდან სახლში ფეხით მოვუყვები გზას. თუ ჯიბეში მზესუმზირა დამრჩა,ჩიტებს ვუყრი,ყოველთვის ბარდიურებზე დავდივარ და რამდენჯერ ფეხიც ვიტკინე მაგის გამო.მაგრამ მაინც ვერ ვიშლი. როცა პიტერი მახლავს ხელს მკიდებს და ისე მოვდივართ. პიტერს კეპი ახურავს და დახეული ჯინსი აცვია,მე კიდე ჩემი ფერადი ქუდი,გრძელი კუბოკრული ქვედაბოლო და შნუროკებიანი ბათინკები.. ხან შოკოლადის ნაყინს ვიყიდით,ერთს ორივესთვის და ერთად ვჭამთ, ხან ფორთოხლებს,ხანაც ბამბის ვარდისფერ ნაყინს...უაიმე როგორ მიყვარს ჩემი სულელი პიტერი. დღეს კალათბურთის სათამაშოდ დარჩა და მე მარტო წამოვედი, სოფიც ავად არის,კიდევ რამოდენიმე დღე უნდა იწვეს. ექიმმა თქვა ქუნთრუშა აქვს და მისი ნახვა არ შეიძლება,გადამდებიაო. ძალიან მეცოდება,მარტო წევს,მოწყენილი,სიცხიანი...მე კიდე არ მიშვებენ რომ ცოტა გავართო.. ქუჩის კუთხეში მოხუცი ქალი მინდვრის ყვავილებს ყიდის,ისეთი ლამაზებია გვერდი ვერ ავუარე. თან ვიცი,დედას გაუხარდება,უყვარს მინდვრის ყვავილები. სახლის კარებს ვაღებ თუ არა დედას ვეძახი. -დეე! -აქ ვარ,სამზარეულოში! სამზარეულოში შევრბივარ,ისეთი გემრიელი სურნელია,ერთი სული მაქვს როდის ვისადილებთ. -დეე! ნახე რალამაზი ყვავილები მოგიტანე. -ჩემო საყვარელო,დიდი მადლობა.-მეუბნება გაღიმებული და ყვავილებს მართმევს. -ჯინასაც ვუყიდე,სად არის? -თავის ოთახშია...მეუბნება და მერის ეძახის: -მერი,იქნებ ლარნაკი მომიტანო,ჩემო გოგო-ეუბნება და ყვავილები ცხვირთან მიაქვს. -ტყის სუნი აქვს,მინდვრის..როგორ მიყვარს... მე ჯინას ოთახის კარებზე ვაკაკუნებ,არავინაა..ფრთხილად შევდივარ,ყვავილებს მაგიდაზე ვუტოვებ და გამოვდივარ -მეც მაქვს შენთვის ერთი კარგი ამბავი,მეუბნება დედა და კოვერტს მიწვდის. -აბა ნახე .. ვხსნი წერილს,საფრანგეთის ერთ ერთი საუკეთესო სარეაბილიტაციო ცენტრი თანხმობას აცხადებს დედას მკურნალობაზე. -დე,რამაგარია! როდის უნდა გაემგზავრო? -როგორც კი მამა ჩამოვა!-მეუბნება გახარებული. -ჰო,რაც შეიძება მალე!!!-ვეუბნები და ვეხუტები.... სულ რაღაც ოთხი დღე დარჩა......
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. დიდი მადლობა სერენა რომერსონ) დიდი მადლობა სერენა რომერსონ)
6. როგორი ალალი ნაწერია, ძალიან წრფელი, მადლობა ავტორს რომ თინეიჯერობის ასაკში დამაბრუნა, ვიხსენებ ახლა 6-7 წლის უკანდელ განცდებს და იმდენ საერთოს ვიჭერ. მაგალთად ბორდიურზე სიარული, რომელიც დამავიწყა კიდეც როგორ მიყვარდა ))) თხრობაც ძალიან მომეწონა და რაც მთავარია ემოციური შემადგენელიც. +5 როგორი ალალი ნაწერია, ძალიან წრფელი, მადლობა ავტორს რომ თინეიჯერობის ასაკში დამაბრუნა, ვიხსენებ ახლა 6-7 წლის უკანდელ განცდებს და იმდენ საერთოს ვიჭერ. მაგალთად ბორდიურზე სიარული, რომელიც დამავიწყა კიდეც როგორ მიყვარდა ))) თხრობაც ძალიან მომეწონა და რაც მთავარია ემოციური შემადგენელიც. +5
4. მადლობა ნათი)** მადლობა ნათი)**
2. :) გმადლობთ :) გმადლობთ
1. კარგია! თუმცა უფრო უკეთეს ველოდი. კარგია! თუმცა უფრო უკეთეს ველოდი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|