ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
20 დეკემბერი, 2008


წასვლა მომავლიდან

მოვკეტე კარი... ვგრძნობ,
რომ ჰოლში რაღაცა დამრჩა,
დღეს ზუსტად ვიცი, ეს "რაღაცა"
ჩემთვის რაც არის,
ერთ ფერმკრთალ აჩრდილს
პერსპექტივა მსხვერპლად შევწირე
და ჩემს იმედებს
შევაყარე თვალში ნაცარი.
მომაკვდავივით გამიფითრა
ტუჩები ყინვამ,
ეს ლოლოებიც თითებივით
ზედ მემსხვრევიან,
ვერ შემაჩერა
(ძალზე გვიან აღიქვა ტვინმა)
კაცმა, რომელსაც
მომავალი უნდა რქმეოდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები