ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
21 აპრილი, 2015


  ჩამოტვირთვა

მე ყველას ტკივილთან, იმდენ ხანს ვჩერდები

ვუყურებ, ჩამდგარან გვერდი-გვერდ ქედები,
გაშლიან დროდადრო ღრუბლების ბაირაღს,
მე ყველას ტკივილთან იმდენ ხანს ვჩერდები,
მოგიწვს ლოდინი, მოგიწევს კაი ხანს.
თოვლიდან იებმა გაშალეს კერტები
შეშლილი ზამთარი, მათ როგორ აიტანს?!
ვფიქრობ და ძაღლივით ყინვაში ვეგდები,
ყველა გაზაფხულის, პატარა ყვავილთან.
აფრინდნენ სამრეკლოს, ცისფერი მტრედები,
ვაგროვებ ტაძართან მლოცველთა კაეშანს,
მე როგორც, ხორცს იქით, მხედველი რენდგენი,
ვუყურებ შენს სულში, მზე როგორ ჩაეშვა.
ვუყურებ, ჩამდგარან გვერდი-გვერდ ქედები,
გაშლიან დროდადრო ღრუბლების ბაირაღს,
მე ყველას ტკივილთან, იმდენ ხანს ვჩერდები,
მოგიწევს ლოდინი, უჩემოდ კაი ხანს.

*************************************
ჩემს პერანგს,
ყოველთვის ექნება,
მიწის და მინდვრის
ყვავილების სუნი.
ყოველთვის ეყრება,
გულის ჯიბეში მიწა,
ყვავილებისთვის.
ყოველთვის მოვალ
და მოვუშვერ შენს
ცრემლებს, მკერდიდან
ამოზრდილ ყვავილებს.
მანამდე კი უნდა გიპოვო,
შენ რომელიც, ამ ყვავილებს
გადაინერგავ.

ჩემნაირები ძნელად
და იშვიათად პოულობენ.

****************************
ბებერი ყვავი რომ
ჩხავილით გადაუფრენს,
გათოშილ საფლავს,
თოთო ბავშვისა.
რატომ მიჩნდება,
სურვილი მაშინ,
მოვიდე და თვალები
შევუშვირო,
შენი გუგებიდან ,
წამოსულ ცრემლებს,
უფალო.
რატომ მგონია რომ
ტირი?!
რატომ მგონია რომ
ეგ ცრემლები,
შვებისათვის,
თვალებს ამომწვავს?!

ჩემი მხედველობა-
სასჯელია უფალო,
ამათ არ იციან,
შენ იცი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები