ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
27 აპრილი, 2015


წერილი შვილ (ებ)ს

ვისაც ველოდი, სწორედ ის დაიბადე...
მაგრამ არა მაშინ, როცა გელოდი
შენი დაბადებისას წვიმდა.
ლურჯი იყავი და პატარა.
ტკივილის გამო სიხარული  ვერ განვიცადე, მაგრამ ახლა ამის  ახსნის დრო არაა.
ახლა მთავარია, რისი თქმაც მინდა , მოვახერხო  და დავამთავრო.

თქვენთვის წერილი არასდროს  მომიწერია.
შეიძლება ვცდები, მაგრამ  ერთად ვიყავით და საჭიროდ არ ვთვლიდი.
არც იმ ღამეებზე მინდა ვწერო, რომელიც თქვენთვის გამითენებია.
ახლა არც იმ ტკივილებზე დავწერ, თქვენთან ერთად რომ მტკიოდა.
ბოლო დროს თქვენი დაკარგული და არშემდგარი ბავშვობა ამეკვიატა...
გაწბილებული ბავშვობა და ჩემი უსუსურობა.
ჩემი სისხლი მოგეცით_თქო, უაზრობააა გითხრათ, ეს ბუნების კანონია.
გული ისედაც არ მომიცია, სამწუხაროდ, ისევ ჩემს მკერდში ფეთქავს და ახლაც ყველაფრის ეშინია.
ეგოისტი ვიყავი და მხოლოდ ჩემთვის მიყვარდით
მაგრამ მიყვარდით
შენი კნუტი ...ჰო, მისი გახსენება ახლაც არ მინდა. მე ის იმ წვიმიან ღამეში "დავაძინე", ძალიან  ავად იყო .
შენ კი დღემდე გჯერა, რომ თავი ხეს მიარტყა და მოკვდა.
სულ პატარა იყავი, ექიმის გამოწერილი წამლის დოზა ექთანს რომ შეეშალა , ნემსზე ხელი ვუტაცე და... არ გავაკეთებინე _ ეს ყველაზე დიდი  გმირობა მაქვს ჩადენილი.
სიკვდილს თუ არა, წამლის დიდი დოზით დაყრუებას მაინც გადაგარჩინე.
დიდი ამბავი თუ ტიროდით,,,ბავშვმა ხან უნდა იტიროს და ხან იცინოს.  არა, ამით არ ვწუხდებოდი შვილო.
ბოდიში რომ მომიხადე, თურმე გაწუხებდიო, არ გრცხვენია?
მიყვარდით და ყველა ემოცია ნაოჭებს მიმრავლებდა.
თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ხომ  დავბერდებოდი.
( აბა საკვებს ძუ მგელიც კი აჭმევს ლეკვებს).
იმდენად მიყვარხართ, თქვენთვის გულის ტკენა არ შემიძლია.
ვერ წარმოვიდგენ , როგორ აგიცრემლდებათ თვალები, უჩემოდ...
სულ თქვენთან ვიქნები და ამ წერილსაც ახლავე წავშლი.


ვიხილები და მოვდივარ,
კუკუდამალობანაც მომბეზრდა,
გამოვდივარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები