ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2015


სალომეთი

საით გავექცე მაგ ფერდების ტრამალს, ონიქსის,
ანდა თვალების მცოცავ ქვიშას, საით გავექცე,
ჩვენს ერთად ყოფნას ისე ითვლი, თითქოს, ოდესმე,
აპირებდე, რომ დამტოვო და ასეთ საქციელს

გამომადევნო, როგორც გზაში, ცილინდრს, ქარწამძვრალს,
ან ბნელ კუთხეში მაძებნინო თავი, ფარანით,
ჯერ შენ გაჯერებ, მერე, მე, კი... ვიცი, არ წახვალ,
და თუკი წახვალ, არ დამტოვებ ხელში არავის,

ხან რა ტკბილია ის წამები, როცა მისდევენ,
ერთმანეთს ფუჭი ინტერესით, სხვის ან რისამე,
რა შემიძლია გავაკეთო შენთვის ისეთი,
რაც ან აქამდე არ უქნიათ, ან არ იზამენ,

ან რა გრძნობაა, თუ მზესავით, ყვითელ მაქმანით,
ამოხვალ დილით ჩვენს ოთახში საღ-სალამათი,
ჩემი ადგილი რახანია უკვე აქ არის,
ჩემი სადგომი, ხორბლისფერი სალომეთია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები