ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2015


თავშესაქცევი ლექსი

ისეთი ლექსი მომინდა,
თან რომ მგავდეს და თან რომ არ!
მგონი, ერთს ვირჩევ ორიდან,
ხსოვნის ფურცლების თარო ვარ...
ისეთი კაცი მომინდა,
კვესიც ჰქონდეს და აბედიც!
სითბოს „ადნობდეს“ თოვლიდან,
ბედს დაავიწყოს თავბედი...
ისეთი სიტყვა მომინდა,
ხე ააყვავოს გამხმარი!
ნატვრა მიხმობდეს შორიდან,
მისვლისას კარგი მახაროს!!!
ისეთი ღელვა მომინდა,
გრძნობების ყალყზე შემდგომი!
ხსოვნის უვადო დროიდან
ვიღაც მეძახის - შემოდი!!!
ისეთი განცდა ვინატრე,
თავი ვერაფერს ვაფარო...
თუმც, დრო საითაც მიმათრევს
შენ არ მომყვები, ზღაპარო!
        27.04.15

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები