ნაწარმოებები



ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2015


შანდორ პეტეფს

„ღმერთმა აცხონოს გმირები“.
ვაჟა-ფშაველა

სამშობლო აფიქრებს ყველგან და ყოველთვის,
უნგრეთი გატანჯეს ველურმა ქარიშხლებმა,
პოეტი მძვინვარეა, არ ცხრება პოეტი,
შანდორი მიჰყვება სამშობლოს მაჯისცემას.
ძვირფასი პოეზია უნგრელს ახლავს მუდამ,
სულის მეგობარი სდევს განუშორებლივ,
ჭრილობებს უტკბილესის გრძნობს ალებად გულთან,
სწამს დარი უნგრეთისთვის არაა შორეთი.
ის სატევარია მტკიცე, მოელვარე,
გრიგალებს გააფთრებით ერკინება შანდორ,
იგი მამულისთვის მარადის მღელვარე,
მისთვის სიცოცხლესაც უშურველად  დათმობს.
სიმშვიდე, საფიცარს სიმშვიდე ენატრება,
თენდება ბედისწერის დღე ველზე შეგეშვარის,
მტერთან უმძიმესი იწყება შეტაკება,
ბოლომდე მოუღლელად მიაქვს პეტეფს ჯვარი.
შეება მომხვდურს და ხიშტს წამოგებული,
შორით მოსროლილი უნგრეთმა დიდებით
შემოსა, არ ერგო ცხოვრება მეფური,
სული რაინდული არ დაიბინდება.

                                                          28.04.2015

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები