ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
30 აპრილი, 2015


  ჩამოტვირთვა

ქალავ! იცეკვე ჩემთან...

ქალავ! იცეკვე ჩემთან და
შემომანათე თოლები,
წლები ვერაფერს დამაკლებს,
ვიდრე მწედ შენ მეყოლები.
მაშ, მოდი... ერთად ვიცეკვოთ,
სხვებმა დაგვიკრან ტაშია,
შენ გენაცვალოს ოთარა
მაგ გავლა–გამოვლაშია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები