ნაწარმოებები



ავტორი: გვანცა ბახუტაშვილი
ჟანრი: პოეზია
30 აპრილი, 2015


ტ-ს

შენ არ ხარ კაცი, შენა ხარ სიტყვა რომელიც ითქვა
ათი ათასი პლანეტის მიღმა.
ათი ათასი ქალთევზის სული შენში აგრძელებს არსებობას
და იტანჯები..
ათი ათასი მკვდარი ნიჟარა შენში შრიალებს...
ფსკერი შენგან სწავლობს დუმილს,
რადგან როდესაც სიკვდილის შემდეგ
წარსდგება იგი ღმერთის წინაშე
და როდესაც ნეპტუნი კითხავს
ყველაზე დიდ სიმართლეზე,
უნდა იმღეროს მდუმარება, რომელსაც ქვია
შენი სახელი, რომელსაც ქვია
სამუდამო ლურჯი სიზმარი.
ნუ გაიღვიძებ, მეგობარო, ნუ გაიღვიძებ:
უკვე აქ არის შენი სატრფო,
უკვე მკვდარია,
და წითელი ყვავილები ზეიმობენ იმის სხეულზე.
"პური და ღვინო" ამბობს სტუმარი "სისხლი და ხორცი"
შენ მას დაარქვი მხოლოდ "სიმართლე"
და წაიყვანე შენს სიზმარში.
ისიც აქ არის, შენი სატრფო,
უკვე გაუშვი სიზმრების მიღმა,
უკვე წევს ფსკერზე და იმის ტანზე
წყალმცენარეებს ამოიყვან
რომ იმღერონ შენი დუმილი,
შენი ტანჯვა,
შენი ჭრილობა
იყოს მელანი ამ ლექსებისთვის
რომლებსაც დაწერს და იცოცხლებენ
ვიდრე ყველა ზღვა არ დაშრება,
ვიდრე ბოლო ქალთევზის სული,
ბოლო ნიჟარა აგრძელებს შრიალს
შენს მუდმივად მომაკვდავ, დაღლილ,
მტკივან სხეულში.
ვიდრე ბოლო პლანეტაზე არ გარიყავ
შენს დიდ სიყვარულს
და სხვა სიზმარში გადაინაცვლებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები