რა სიყვარული, რა ღმერთები, რა საქართველო, რა ტრადიცია, რა სევდა და რა სუიციდი, მე მოვიდოდი, რომ მცოდნოდა, რომ აქაც გვევლო, ასე უსიტყვოდ, ასე მორცხვად რადგან მიცდიდი.
მე ვსაუბრობდი სარკეებში საკუთარ თავთან, შენ საუბრობდი პროსპექტებზე ხმამაღლა შენთვის, ყველა გიჟია, ვინც დაიწყებს უცნაურ თარგმანს ხის ფესვებისთვის, არადა მათ ნამდვილად ესმით.
ფესვების გარდა ღეროების, ფოთლების, მიწის, ესმით ბალახთა სიმღერების ნაპირთან წყაროს, მე მოვიდოდი, რადგან მარტოს ნამდვილად მიჭირს, მე მოვიდოდი, რომ სიგიჟემ შენც დაგიფაროს.
ვისაუბრებდით პროსპექტებზე ხმამაღლა ჩვენთვის, ვისაუბრებდით ერთმანეთთან, უერთმანეთოდ, რა ტრადიცია, რა ღმერთები, ისედაც გვესმის, რომ ჩვენთვის იმ ხის ფესვებია უფრო საერთო.
რომ იმ ხის ფესვებს მილებივით მშობლები ჰქვია, რომ მშობლებს აძლევს მიწა სარჩოს, მიწას კი ღმერთი, რომ ზამთარია, თეთწვერება ყლორტზე ფიფქია, ბაბუაჩემის თმებივით და დიდი იმედი.
რომ უეჭველად გამოიღებს ყლორტები ნაყოფს, რომ ამ ბრუნვაში ფესვებსაც კი ჰქვიათ ყოლორტები, რომ ჩვენც მოგვიწევს პროსპექტები ხალხებად დავყოთ, ოდნავ გიჟბად, უცნაურად, განვმეორდები,
რა სიყვარული, რა ღმერთები, რა საქართველო, რა ტრადიცია, რა სევდა და რა სუიციდი, მე მოვიდოდი, რომ მცოდნოდა სადაც ხარ ჩემო, ასე უსიტყვოდ, ასე მორცხვად თუ დამიცდიდი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ,,მე მოვიდოდი, რომ მცოდნოდა სადაც ხარ ჩემო, ასე უსიტყვოდ, ასე მორცხვად თუ დამიცდიდი." გულში გაიარა, წარმატებები! ,,მე მოვიდოდი, რომ მცოდნოდა სადაც ხარ ჩემო, ასე უსიტყვოდ, ასე მორცხვად თუ დამიცდიდი." გულში გაიარა, წარმატებები!
10. მსუბუქია. :) მსუბუქია. :)
9. მე ვსაუბრობდი სარკეებში საკუთარ თავთან, შენ საუბრობდი პროსპექტებზე ხმამაღლა შენთვის, ყველა გიჟია, ვინც დაიწყებს უცნაურ თარგმანს ხის ფესვებისთვის, არადა მათ ნამდვილად ესმით.
შესანიშნავია ++
მე ვსაუბრობდი სარკეებში საკუთარ თავთან, შენ საუბრობდი პროსპექტებზე ხმამაღლა შენთვის, ყველა გიჟია, ვინც დაიწყებს უცნაურ თარგმანს ხის ფესვებისთვის, არადა მათ ნამდვილად ესმით.
შესანიშნავია ++
8. მეც მომიტევეთ... თქვენზე არანაკლები რიგითი. მეც მომიტევეთ... თქვენზე არანაკლები რიგითი.
7. მე ვსაუბრობდი სარკეებში საკუთარ თავთან, შენ საუბრობდი პროსპექტებზე ხმამაღლა შენთვის, ყველა გიჟია, ვინც დაიწყებს უცნაურ თარგმანს ხის ფესვებისთვის, არადა მათ ნამდვილად ესმით.
კარგია ++ მე ვსაუბრობდი სარკეებში საკუთარ თავთან, შენ საუბრობდი პროსპექტებზე ხმამაღლა შენთვის, ყველა გიჟია, ვინც დაიწყებს უცნაურ თარგმანს ხის ფესვებისთვის, არადა მათ ნამდვილად ესმით.
კარგია ++
6. მე ვარ ქუთაისელი და "მორცხვად დაცდა" მთლად ქუთაისური მოვლენაც არ მგონია-გასაგებია ქუთაისლობის გარეშეც :)
აი, "მილების " გაგება მეც გამიჭირდა.
და "ყლორტებიც" ბევრი იყო, რიგითო ;)
მე ვარ ქუთაისელი და "მორცხვად დაცდა" მთლად ქუთაისური მოვლენაც არ მგონია-გასაგებია ქუთაისლობის გარეშეც :)
აი, "მილების " გაგება მეც გამიჭირდა.
და "ყლორტებიც" ბევრი იყო, რიგითო ;)
5. ქუთაისელი უნდა იყო მაგდალენა ბეი, რომ მიხვდე მორცხვად დაცდა როგორია, მილებიც ყოფილა, ვაახ :დ გამიფრენია, გავგიჟებულვარ. მაგრამ დავით კინწურაშვილი ვარ, რიგითი გიჟი, გთხოვთ მომიტევოთ :დ ქუთაისელი უნდა იყო მაგდალენა ბეი, რომ მიხვდე მორცხვად დაცდა როგორია, მილებიც ყოფილა, ვაახ :დ გამიფრენია, გავგიჟებულვარ. მაგრამ დავით კინწურაშვილი ვარ, რიგითი გიჟი, გთხოვთ მომიტევოთ :დ
4. ამდენი გიჟი რა საჭიროა? მაგრამ არის ამდენი გიჟი რა საჭიროა? მაგრამ არის
3. "მორცხვად დაცდა"__ეგ ახალია რამე? ან მილებს რა უნდა აქ? ან ამდენჯერ "გიჟი" რა საჭიროა?
"ფესვებს ნამდვილად ესმით"...კი. "მორცხვად დაცდა"__ეგ ახალია რამე? ან მილებს რა უნდა აქ? ან ამდენჯერ "გიჟი" რა საჭიროა?
"ფესვებს ნამდვილად ესმით"...კი.
2. ვინც დაიწყებს უცნაურ თარგმანს, ხის ფესვებისთვის, არადა მათ ნამდვილად ესმით... +3 ვინც დაიწყებს უცნაურ თარგმანს, ხის ფესვებისთვის, არადა მათ ნამდვილად ესმით... +3
1. "სიყვარულმა შენ კი არა გადარია ტარიელი"ო?? :D
კარგი ლექსია! მომეწონა!
"რა სიყვარული, რა ღმერთები, რა საქართველო, რა ტრადიცია, რა სევდა და რა სუიციდი, მე მოვიდოდი, რომ მცოდნოდა სადაც ხარ ჩემო, ასე უსიტყვოდ, ასე მორცხვად თუ დამიცდიდი."
ასე უსიტყვო თუა და ასე მორცხვად თუ გიცდიდის,ღმერთი თუ შეგეწევათ ალბათ ერთმანეთი რომ განახოთ და შეგწეოდეთ უფალი. :) ++ "სიყვარულმა შენ კი არა გადარია ტარიელი"ო?? :D
კარგი ლექსია! მომეწონა!
"რა სიყვარული, რა ღმერთები, რა საქართველო, რა ტრადიცია, რა სევდა და რა სუიციდი, მე მოვიდოდი, რომ მცოდნოდა სადაც ხარ ჩემო, ასე უსიტყვოდ, ასე მორცხვად თუ დამიცდიდი."
ასე უსიტყვო თუა და ასე მორცხვად თუ გიცდიდის,ღმერთი თუ შეგეწევათ ალბათ ერთმანეთი რომ განახოთ და შეგწეოდეთ უფალი. :) ++
|
|
მონაცემები არ არის |
|
|