ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2008


ძველი რვეულიდან

***
დედა, გამოხუნებული,
შენი კაბის ფერი,
დედა, მამის ნაქონ ყამას
დასდებია მტვერი.
დედა ყორის ახლო ვნახე
იის სუსტი ღერი,
ყველა კენჭი და ბუძგატა
ბავშვობაა ჩემი.
ჰოდა, დედი, სიყვარული
ამ დაბორცვილ მიწის
მე კი არა, დამიჯერე
ქვის ყორემაც იცის..

* * *
დედი, გზირის მზერასავით
გდევდა მუდამ ავი ბედი,
სოფლის ბოლოს, ალაგესთან
რა უმწეოდ დამიბერდი.
დედი, ჩვენი სახლის ზემო
ხაკისფერი ღრუბლებია,
შორს მიდიან სამუდამოდ
თუ ჩვენს ეზოს ბრუნდებიან.
მამაშენი სახსრის ჩივილს
ვერ უძლებსო,რა ხანია,
მწერდი,სულს რომ ვერ გაატან,
ისე შავი ზამთარია.
არაფერი აღარ შეგრჩა,
ჯავრი მხოლოდ ჯვარცმულ დღეში,
და უძღები შვილის წერილს
ფსალმუნივით იღებ ხელში.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები