ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2015


მუხას

არც შენ არა ხარ, ჩემსავით მუხავ,
ყვავილებივით მთლად უცოდველი,
ისიც მადლია, რომ მათზე ვწუხვართ
ვისაც დღეს ჩვენგან, მიადგა ჩრდილი.
ენძელებსა და ამოზრდილ იებს
მზე წავართვით და მზე დავუმარხეთ,
ჩვენი ტოტიდან წასულ ნიბლიებს,
ზამთარში ბუდე ვერ შევუნახეთ
და რათგან მაინც ეს უნებურად,
ხდება და სხვა გზა, ვერც რა მოვნახეთ,
ორივეს გვრჩება ბოლო ოცნებათ,
ჭიგო მოგვიდგან როგორც ვენახებს,
რომ სიკვდილისას ჩვენი წაქცევა,
ვერ უშავებდეს, ყვავილს ვერაფერს.
******************************
მივადებდი ყურს,
ზღვიდან მოსროლილ
ნიჟარას და გავრბოდი,
გავრბოდი სასაფლაოსკენ.
სათითაოდ ვადებდი,
ყურს ყველა საფლავს.
რა მიჰქონდათ ,
აქედან ადამიანებს?!
რისი ხმაური?!
ვაი რომ ყველაზე მძიმე.

დუმილის მეტი,
არაფერი მომისმენია.
************************
ბევრი დაგპირდება, საფლავში ჩაყოლას,
იშვიათი მოვა საფლავთან
და მაინც, არიან ადამიანები,
ადამიანები რომლებიც,
მხოლოდ ერთხელ,
შეგახსენებენ თავს.
გადაუდებელი ოპერაციიდან,
ჯამრთელი გულით,
გამოფხიზლებული,
გვედით რომ მის უგულო,
ცხედარს აღმოაჩენ.

მე არ ვიცი,
როგორ უნდა დარჩე,
საყვარელი ადამიანის მკერდში,
სხანაირად.
***********************

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები