ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2015


მხოლოდ „საჩემო“...

თავი მივეცი მძიმე ძილბურანს,
გამოღვიძებას უფრთხის სიზმარიც.
ყოფა მატყუებს ისე ბინძურად,
რომ სიმართლის დროს ვერც კი ვიცანი!
ბედსაც სახე აქვს ისე პირქუში,
როგორც იმ ციფრებს, დენის ქვითარზე.
რომ გამიღიმოს, ვითომ ვინ უშლის?
თუმცა, იმედი არავითარი...
ჰგავს ეს დროება ბაზრის ბალაგანს,
გამოსავალი? არანაირი!
მეც საღ ჭკუაზე ალაგ-ალაგ ვარ,
უცებ, ბავშვობა „ჭიქა-საინით“
იწყებს გათვლას და რაღაც ყუჩდება,
ან უფრო სწორად, მშველის მალამოდ.
მადებს უთბილეს ხელებს ტუჩებზე
და მთხოვს, დავსხდეთო ერთი საღამო...
მე კი აკრულ მტვერს ვიწმენდ სახიდან,
და თვალთან ნაოჭს ცალყბად ვუღიმი,
სანამდე სარკე პირში მომახლის,
რომ არაფერი არის მუდმივი.
ჩუმი ტკივილი მხოლოდ საჩემო,
ძლივს ჩატეული ბოლო სტრიქონში.
კარგი მსმენელი გადამარჩენდა,
უტყვი გაგების ზუსტი სინქრონით...
                07.05.15



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები