ნაწარმოებები



ავტორი: ლანაპატარაია
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2015


თეთრი ხალათი თქვენთვის დამითმია

აი ისევ გიჟად შემრაცხეთ და
თქვენი სიყვარულის მე ვერ გამიგია
ისევ უპასუხო კითხვები დღეს და
ცხოვრების გზა ჯერ ვერ გამითვლია
გზას მივყვები ფოთლებს ვაგროვებ და
დროის დაკარგვა მე არ განმიცდია
ფოთლებს ვაგროვებ და მის ფერებში
მრავალ ფეროვნებამ მართლაც გადამრია
აი ახლა წვიმა დაიწყო და
სახლში დარჩენა მე არ შემიძლია
თქვენ შეგიძლიათ წვიმაში მდგომი
გიჟად ჩამთვალოთ
და თეთრი ხალათიც
თქვენთვის დამითმია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები