| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 11 მაისი, 2015 |
როგორა ხარო, მეკითხები ყოველ ცისმარე, ხომა ხარ ღირსი, დაგისვა და წვრილად გიამბო, ყველა ტკივილი, ყველა განცდა, ყველა სიზმარი, ჩემს სისხლძარღვებში გზას გულისკენ როგორ მიაპობს... არ მითხრა ახლა - ვიცოდიო, რაც გაწუხებდა, დაგიდგებიო მხარში მწედ ან ტკივილმაყუჩად. გადაიხოკა ჩემსკენ ხოხვით რწმენამ მუხლები, რომ არ გჯეროდა, ისე დიდი ძალა მაჩუქა! კარგად ვარ ახლა, ვუმკლავდები შიშის მაცილებს, ჩემი თავისკენ გზასავალიც მგონი, გამოჩნდა. ჩემო ეჭვებო, კარისაკენ როცა გაცილებთ, აწი ფანჯრიდან ნუ შემოხვალთ, ნუღარ გამომცდით! გულისგატეხვამ თავისტეხას გადამარჩინა, ჩამოატარებს მტერს მდინარე, როცა იქნება... მერე რა მოხდა, თუ მღალატობ ისე საშინლად, რომ შესატყვისი დამიმალეს ძველმა წიგნებმა... ვიურთიერთოთ, დროს მივანდოთ ხედვა მანძილის, შორიდან უფრო უკეთ მოჩანს ახლოს „მცირედი“. გაგიკვირდება და მოთმენის სიბრძნით გავძელი, ან უფრო სწორად, ტკივილების გამოცდილებით... 07.05.15
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. ძალიან კარგია :-) ++ ძალიან კარგია :-) ++
15. თამარობას გილოცავთ საიტის თამარ ქალებო! შეგეწიოთ წმინდა მეფე თამარის მადლი!!! თამარობას გილოცავთ საიტის თამარ ქალებო! შეგეწიოთ წმინდა მეფე თამარის მადლი!!!
14. სილამაზე+სიღრმე.
სილამაზე+სიღრმე.
13. გულიდან ამოსული ლექსია მომეწონა გულიდან ამოსული ლექსია მომეწონა
12. შენებური შარმიანი ლექსია ესაც თანანა...:-* მაგრამ მე პირველი ნაწილი უფრო მომეწონა..." როგორ ხარო?"...მოსწრებული პასუხი ამაზე...:)
"ჩემო ეჭვებო, კარისაკენ როცა გაცილებთ"...-ეს უკვე მეორე ნაწილია, თავისთავთან მოლაპარაკე ავტორი თანანა...:-* რათქმაუნდა აქაც არ კარგავს თავის ხიბლს ავტორი... 5
შენებური შარმიანი ლექსია ესაც თანანა...:-* მაგრამ მე პირველი ნაწილი უფრო მომეწონა..." როგორ ხარო?"...მოსწრებული პასუხი ამაზე...:)
"ჩემო ეჭვებო, კარისაკენ როცა გაცილებთ"...-ეს უკვე მეორე ნაწილია, თავისთავთან მოლაპარაკე ავტორი თანანა...:-* რათქმაუნდა აქაც არ კარგავს თავის ხიბლს ავტორი... 5
11. როგორ ახერხებთ ყოველთვის აღფრთოვანების ლაგამი ამოსდოთ მკითხველს! ჩვეუბებრივი ბანალური პასუხი ისეთი მხატვრული ფორმითა და გემოვნებიანი ტექნიკითაა მოწოდებული, რომ აღტაცებას ვერ ვმალავ. 5 როგორ ახერხებთ ყოველთვის აღფრთოვანების ლაგამი ამოსდოთ მკითხველს! ჩვეუბებრივი ბანალური პასუხი ისეთი მხატვრული ფორმითა და გემოვნებიანი ტექნიკითაა მოწოდებული, რომ აღტაცებას ვერ ვმალავ. 5
10. გულისგატეხვამ თავისტეხას გადამარჩინა, ჩამოატარებს მტერს მდინარე, როცა იქნება...
ჩამოატარებს მა რა იქნება,,, 5.
გულისგატეხვამ თავისტეხას გადამარჩინა, ჩამოატარებს მტერს მდინარე, როცა იქნება...
ჩამოატარებს მა რა იქნება,,, 5.
9. თქვენი ლექსები საოცრად გულწრფელია ყოველთვის. თქვენი ლექსები საოცრად გულწრფელია ყოველთვის.
8. შორიდან უფრო უკეთ მოჩანს ახლოს „მცირედი“
+5 შორიდან უფრო უკეთ მოჩანს ახლოს „მცირედი“
+5
7. მადლობა თანანა საინტერესო ინფორმაცია მივიღე "მაცილი"ის შესახებ ნეტა სხვამ თუ იცოდა?! მადლობა თანანა საინტერესო ინფორმაცია მივიღე "მაცილი"ის შესახებ ნეტა სხვამ თუ იცოდა?!
5. + 11 მაისი. 2015წ. ცხოვრებისეული სინამდვილის ვიზუალური აღწერა. თქმა მართლისა სამართლისა მუზისთვის. ნექტარი.. + 11 მაისი. 2015წ. ცხოვრებისეული სინამდვილის ვიზუალური აღწერა. თქმა მართლისა სამართლისა მუზისთვის. ნექტარი..
4. გმადლობ, ჩემო მუხა, მაცილი ეშმაკეულს ნიშნავს, ასე რომ, "მაცილი" უნდა იყოს და არა ბაცილა... გმადლობ, ჩემო მუხა, მაცილი ეშმაკეულს ნიშნავს, ასე რომ, "მაცილი" უნდა იყოს და არა ბაცილა...
3. ძალიან ახლო ლექსია, შიშის >>ბაცილა უნდა იყოს არა თუ ვცდები. ძალიან ახლო ლექსია, შიშის >>ბაცილა უნდა იყოს არა თუ ვცდები.
2. დავისვავდი და წვრილად ვუამბობდი ამ ყველაფერს ერთს... ღირსია.... თანანა ძალიან ჩემი ლექსია♥ დავისვავდი და წვრილად ვუამბობდი ამ ყველაფერს ერთს... ღირსია.... თანანა ძალიან ჩემი ლექსია♥
1. მართალი ლექსია. :* მართალი ლექსია. :*
|
|
მონაცემები არ არის |
|
|