ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2015


3D

ისევ გადავდე გარეთ გასვლა,
არა და გუშინ ვაპირებდი...
თითქოს ქალაქში დადიან ვამპირები,
მე ვინ ვარ?
გაზაფხული გამოღადრეს!

ადრე მიყვარდა ხეტიალი,
ანშლაგი, პერფორმანსი, პოეზია,
ახლა აივნიდან ვაკვირდები
ქალაქი - სამივე პროექცია,
სჩანს, როგორც მუქი სათვალიდან...
.............................................................
და თითქოს  ქუჩაში დადიან მაქციები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები