ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუჩიანო
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2015


_*_*_*_

დამჭკნარ ყვავილს ემსგავსება ჩვენი ცხოვრება
და საუცხოო სურნელმაც იკლო მის ნაზ ყლორტებში,

მალე ზამთარი მოვა ნამღელვარები
და გაგვცვივდება ფოთოლები უკანასკნელი,
ამ ფოთლებსს გაყვება სევდა შთენილი
და ჩვენი გრძნობა მიაღწევს სიგიჟის მწვერვალს

მერე მოდუნება აგვიტანს თრთოლვით, სინაზით
და  დაიწყება ფერისცვალება,
ისევ მოვიბამთ სიგიჟის ფურცლებს
და არემარს მოვფენთ მათ სურნელს.

სევდით გამოცლილ ჩვენს ტკბილ სულებში
გაიფურჩქნება სიყვარულის ნაზი ყვავილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები