ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2015


* * *

მხრებმოშიშვლებულ ქუჩას შესცივდა
სხივმოლეული კვარი.
იპარებოდა მთვარე ზეციდან
ვით მოღალატე ქმარი.

ისმინებოდა ღრუბლის სურიდან
წყლის ლირიკული მარში.
იდგა წვიმაში უსუსური და
შეშინებული ბავშვი.

პატარა სოფლის ვიწრო შარაზე
კრეფდა სისხლისფერ ტიტებს
იდგა წყვდიადი და ფანჯარაზე
ჩასძინებოდათ ჩიტებს.

მიწას ცრემლების უანგარობა
ეფინებოდა თაფლად.
სადღაც ხეებში ქარი გალობდა
ბავშვი ეძებდა საფლავს.

ეპყრა ღვთისმშობელს ხელში მესია-
-რწმენის ხმატკბილი ლირა.
და თენდებოდა მარტის მესამე
ტკივლიანი დილა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები