ნაწარმოებები



ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2015


სიტყვაა მისი საოცარ ფერის

(ტერენტი გრანელს)

„პოეზიაში ვარ უდიდესი...“
                                გრანელი

სიტყვაა მისი საოცარ ფერის
მის სამყაროში როცა შევედი
მე ჩავიხუტე წიგნი გრანელის,
ფიქრს მის ლექსებზე ვეღარ შევეშვი.

სიტყვაა მისი საოცარ ფერის
მე დღეს კრებული მისი ვიყიდე,
მე ჩავიხუტე წიგნი გრანელის,
მე დავინახე მისი სიდიდე.

სიტყვაა მისი საოცარ ფერის
მომაგონდება პოეტი ხშირად,
მე ჩავიხუტე წიგნი გრანელის,
წიგნი, რომელიც დრომ ვერ დაჩრდილა.

                                                        1. 10. 2012

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები