*** განსაზღვრებისთვის მარტივია ფიქრი ანკარა, როცა გარშემო მახვევია კვამლი და მტვერი, ცხოვრება თავის მყუდროებას თუ მიმაკარებს, ალბათ გავხდები ღამითმოცულ ზღვაში კატერი. ნაწვიმარ გზებზე მარტივია ფეხი დამიცდეს, საით გავიქცე, ყველგან არის მღვრიე საცობი, ჩემი ბუნება სხვების თვალში მუდამ მამცირებს, დროდადრო მათთვის, ვინც მიყვარდა გავხდი ნაცნობი. და საკნის მსგავსად, დაჟანგებულ კარის ელფერი შემომეჩვია და საკუთარ სულის ბუნებით, როგორც იშვიათ გაღების ხმას ექო შეჰფერის, ვიღები, ცოტას ვსაუბრობ და ისევ ვბრუნდები. ნანემსარები კვლავ მეტყობა გასწვრივ ტუჩების, სევდა თმებივით გამეზარდა, გახდა ნაწნავი, ლაწირაკივით უფლის ნებას კვლავ ვეურჩები, უფლის, რომელიც გვერდით მიდგას უმცროს ძმასავით. ილუზიაა, ცათა შინა, ზედა მიწისა, ქვედა, თუ გვერდით, რასაც ვხედავ, და მწამს და ვშიშობ, შემოდი სანამ გადმოწვიმულ თვალებს ვიწმინდავ, სუფთა ფეხებით, უსუფთაო სულით გაგიშვებ! გადავიკიდე ჩანთასავით მხარზე სიმშვიდე, ნაწვიმარ გზებზე გავიქეცი სრული უდაბნო, ოაზისამდე ვერ მისული წამი ვიშვილე, ბოლო ტკივილად ამოსუნთქვის ზღვარზე უბადლო. ვისწავლე ფიქრის შეჩერება ავტოფარეხთან, მიმოფანტული ჭანჭიკების ყოფნის მაგვარი, უფუნქციო და უმეტყველო უცხო სახელით, ვმოძრაობ მთელი ილუზიის წმინდა ნაგავი. ლაწირაკივით ვეურჩები უფლის კვლავ ნებას, უფლის, რომელიც გვერდით მიდგას უმცროს ძმასავით, მოსაწყენ დღეებს ავათალე შუბლზე კანები, ცათა შინა და მიწის ზედა ფიქრით ნასწავლი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კარგი სახეები იყო ლექსში მართლაც...
"სევდა თმებივით გამეზარდა, გახდა ნაწნავი, ლაწირაკივით უფლის ნებას კვლავ ვეურჩები,"
ზოგიერთი ადგილი ცოტა ბუნდოვანი, მაგრამ მთლიანობაში მომეწონა მაინც...:-* როცა სულიერ სიღმეებზე ლაპარაკობს ავტორი, ზოგადად ძნელია, მკითხველამდე ზუსტად მივიდეს... ხან მკითხველის ბრალია, ხან ავტორის, ხან კი ორივესი...:) იყოს 5... ვფიქრობ იმსახურებს ავტორი... კარგი სახეები იყო ლექსში მართლაც...
"სევდა თმებივით გამეზარდა, გახდა ნაწნავი, ლაწირაკივით უფლის ნებას კვლავ ვეურჩები,"
ზოგიერთი ადგილი ცოტა ბუნდოვანი, მაგრამ მთლიანობაში მომეწონა მაინც...:-* როცა სულიერ სიღმეებზე ლაპარაკობს ავტორი, ზოგადად ძნელია, მკითხველამდე ზუსტად მივიდეს... ხან მკითხველის ბრალია, ხან ავტორის, ხან კი ორივესი...:) იყოს 5... ვფიქრობ იმსახურებს ავტორი...
1. კარგი ფრაზებია..ალაგ-ალაგ :)
მაგალითად, ეს :
"გადავიკიდე ჩანთასავით მხარზე სიმშვიდე, ნაწვიმარ გზებზე გავიქეცი სრული უდაბნო,"
სათაურის მიუხედავად :)
კარგი ფრაზებია..ალაგ-ალაგ :)
მაგალითად, ეს :
"გადავიკიდე ჩანთასავით მხარზე სიმშვიდე, ნაწვიმარ გზებზე გავიქეცი სრული უდაბნო,"
სათაურის მიუხედავად :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|