ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
20 მაისი, 2015


ბილიკი

ტყეში ბილიკი, "თავწყაროსკენ"
ბარბაცით მიდის...
ასკილის ტოტმა გზა დამითმო,
ვერ გამიმეტა დასაკაწრად
ბავშვობის რიდით.
დიდი მუხის ქვეშ ახლაც ვჩერდები ,
როგორც მაშინ,  (მაგრილებს დაღლილს)
წყაროდან დოქით მომავალი და...
თვალწინ კადრი...-
გოლიათი მამა, ჩემს წინ დახრილი
საკოცნელად პაწია ხელზე,
(ცრემლად კიდია მოგონება წამწამის წვერზე)
თან კოკას მართმევს ,
თან უხარია სიჯიუტე ჩემი ხელების:
-"არ დაიღალე, გენაცვალე?
დაჯექი, ცოტას მოგეფერები!"

ლამის დავწვე და დავუკოცნო
ბილიკს ფეხები,
როგორ უცვლელად შეუნახავს,
ჩემი ბავშვობის თბილი ფერები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები