ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2015


პაემანი

ეს რა უცნაური დილებია,
ეს რა უცნაური დილემები.
სივრცეში ღრუბლები ილევიან,
წვიმებით სამყაროს ინელებენ.
ეს რა უცნაური მირაჟია,
ეს რა უცნაური რიჟრაჟები.
ცხოვრების უმცირეს ტირაჟიან
დღეებს ჩაუვლიან ის რაშები-
- ჩვენი სიყმაწვილის ბედაურნი,
თავად უიღბლო და უბედონი.
ლაშქარს მოუძღვება მეთაური,
ისარშემართული კუპიდონი.
მთვარე გაყინული ალმასია,
ზეცა თვითმკვლელების აივანი.
ღმერთო, უსაშველოდ ლამაზია
უსინათლოების პაემანი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები