ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
2 ივნისი, 2015


  ჩამოტვირთვა

როკვა პირამიდებთან

ქართველები უნიკალური ხალხი ვართ, ჩვენი კულტურით და ტრადიციებით! ჯერ კიდევ როდის შეასხა ხოტბა ქართულ ცეკვას გენიალურმა გრიგოლ რობაქიძემ!
სუხიშვილებს მეოცე საუკუნეში მსოფლიოს მერვე საოცრება უწოდეს! თოთხმეტჯერ გაიხსნა და დაიხურა ფარდა მილანის ლასკალას ოპერის თეატრში 1967 წელს, ნინოს და ილიკოს ანსამბლმა კარუზოს რეკორდი მოხსნა!
და აი, 2015 წლის 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის შვილიშვილებმა ნინომ და ილიკომ უძველესი სამყაროს ცივილიზაციის კერასთან, მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთადერთ გადარჩენილ საოცრებასთან – პირამიდებთან, ფარაონთა საუფლოში კონცერტი გამართეს, რომელსაც სამი ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო!
რამზესის, ტუტანჰამონის, ეხნატონის, ნეფერტიტის, ნეფერტარის, კლეოპატრას და სხვა დიდებულების სამფლობელოში საქართველოს სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა დიდებული სანახაობა მოაწყო, სანახაობა, რომელსაც გრიგოლ რობაქიძემ  ’’ქართული გენია – როკვით განფენილი“ უწოდა!
პირამიდების ხსენებაზე ყოველთვის პაოლო იაშვილის ლექსი მახსენდება:

’’იქ, სადაც სდუმან პირამიდები

მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,

იქ, სადაც სდუმან პირამიდები

შენ მომინდები,

შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.

შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,

თვალებ დანაბული,

საყვარელ ხელებს მივეცემი როგორც ნაზ საწოლს

და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს.

ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში

მზიურებს მაშინ

არაფერი მოგვაგონდება...

პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში

ლურჯ სფინქსთან მივა, დიდხანს უცქერს და დაღონდება.

სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით

მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ვნებას ალურს;

გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,

დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს“ .

როკვა პირამიდებთან ეგვიპტის ორი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და მთელი არაბული სამყარო ადევნებდა თვალს!
სანამ საქართველო და ქართველობა იარსებებს, ტერმინი – სუხიშვილები არასოდეს წაიშლება აფიშებიდან!
დაბოლოს, ჩემი წერილი ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

სუხიშვილები

ფიქრმა გონება ვეღარ დაღალა,
ცერზე დგებიან უფლის შვილები,
ტანს ჟრუანტელი მივლის ალალად,
როცა ცეკვავენ სუხიშვილები.
და ვიმართები წელში ამაყად,
შორიდან მესმის ზარების რეკვა,
ლაღ არწივების ფრენას წააგავს
სუხიშვილების მთის ყველა ცეკვა.

ოთარ რურუა

1 ივნისი, 2015 წელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები