ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2015


მე ვისურვებდი

„კალამის წვერი --- ბულბულის ნისკარტი“.
                                            პაოლო იაშვილი

როგორც ბუნებას შეჰხარის, ეტრფის
მიდამოს ჰანგით ატკბობს ბულბული,
ჩემი ლექსითაც მე ვისურვებდი,
შეთრთოლდებოდეს მრავალის გული.

აღმოაცენოს სულში ყვავილი
სურნელოვანი, დამათრობელი
და არ ერქმევა თუ გზას გავლილი
ფუჭად, ვიქნები მე მადლობელი.

                                        4. 10. 2015

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები