ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ტასო
ჟანრი: პროზა
4 ივნისი, 2015


შენ

ყოველ ღამით, როცა სახლში ბრუნდები მოგყვება თამბაქოს სუნი. ხანდახან ალკოჰოლის სუნსაც ვგრძნობ.
როცა შენს პალტოს საკიდზე ვკიდებ ჯიბიდან ცვივა ჩემთვის არნაჩუქები დამჭკნარი ყვავილები და ოცნებები.
მე ქურაზე ვახშამს გითბობ და ხელისგულზე გრძნობებს.
როცა გძინავს შენს იარებიან ზურგს თითებს ავაყოლებ და თუმცა  სიბნელეში ვერ ვხედავ, ვიცი გეღიმება.
დილაობით ლოგინზე მოცისფრო–მოიისფრო ბუმბულს ვპოულობ, რამოდენიმეს. სხვენზე ამაქვს და ჩემს სამალავში ვაგროვებ. როცა საკმარისად იქნება საბანი უნდა შევკერო და თუ ჩვენ ოდესმე შვილი გვეყოლება დავაფარებ. ის თავს იგრძნობს შენი ფრთის ქვეშ მაშინაც კი, როცა ყველას გვეცოდინება, რომ აღარასოდეს დაბრუნდები.
დილაობით ჩემთვის დატოვებულ გაცივებულ, ლიმონიან და ალბათ ძალიან ტკბილ ჩაიში რამოდენიმე მწერს ვპოულობ ჩამხრჩვალს. მე არასოდეს დამილევია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები