ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2015


* * *

დაკონკილი ტანისამოსიც ხშირად მცმია და
ძვირფასი ჩოხა-ახალუხიც.
თავი სამოცი წლის მოხუციც მგონებია,
სიბრძნეც მიფრქვევია და არც სიტყვების რახარუხი დამიკლია.
შენობაზეც ვმდგარვარ, მაღალსართულიან,
და იქიდან გადმოვარდნაზე უფრო
საკუთარი თავის სიმაღლიდან გადმოვარდნის შემშინებია.
ამ დროს განსაკუთრებით რთულია
დაცემა.
არასდროს მიცდია, ნავსაყუდელი მარტოობაში მეპოვნა.
მიყურებია, მარტი რტოებში როგორ მალავს საკუთარ სიგიჟეს.
აცახცახებული რიგითისთვისაც გამომირთმევია იარაღი, რომ საქონელგადავლილი
იალაღივით არ დავმცხრალიყავით.
და რაც ვიყავი, ან რაც ვარ და რაც ვიქნები,
არა დღეებით არა წლებით არა ციფრებით,
ანუ მიწიერ ავი ზმანებით,
ამ გალაკტიკის გარნიზონებზე
მე შენი ერთი გაღიმებით გავიზომები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები