ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: პროზა
9 ივნისი, 2015


საბას ამბები - მენტალიტეტი

საბას ამბები
მენტალიტეტი
მოსკოვში ყველა შენობაში ერთი "надзиратель "-ია, რომელიც მილიციასთან თანამშრომლობს. ვინ ვის წყალი ჩაუშვა, ვინ კარში საკეტი გამოცვალა, ვის ახალი საყვარელი ჰყავს, ვის ახალი მდგმური, მილიციამ ყველაფერი იცის.როგორც წესი, ასეთ "თანამდებობაზე" ადამიანს შენობის მაცხოვრებლები ირჩევდნენ.
ასეთი надзиратель ჩვენს შენობაშიც იყო.
ბავშვები "ლიოჩიკს" ეძახდნენ.
სულ თავისუფლად შეიძლებოდა, გასასვლელი კარი გაგეღო და კარზე ყურმიდებული "ლიოჩიკი" გულს გაგიხეთქავდა.
ვაბშვები "ლიოჩიკს" კი იმისათვის ეძახდნენ, რომ პენსიამდე სამხედრო ავიაციაში მუშაობდა მექანიკოსად და იქიდან თვითმფინავის მოპარული ნაწილებით აივანი ჰქონდა სავსე.
თვითონ შვილები არ ჰყავდა და ბავშვები სძულდა. სხვა მხრივაც, კაცი "შეუაიარაღებელი" თვალითაც შენიშნავდა სერიოზულ ფსიქიკურ პრობლემებს. :)))
საბა, ასე ექვსი წლის იქნებოდა, მოდის სახლში და ხელი დასისხლიანებული აქვს.
გული გამისკდა:
- რა გჭირს-მეთქი?! - ვეკითხები.
- Лётчик пацарапал граблем Мы играли, а он пришёл и разогнал нас.
ხელი შევუხვიე.
- Цици, првда, что "лётчика" лбди выбрали?! -
- კი, ბები, ამ შენობის მაცხოვრებლების არჩეულია.
- А чего они дурака выбрали?!
- რუსული მენტალიტეტია ეგ  -  выбрать дурака .
- А грузинский менталитет какой?!
- Ну, Саб, как тебе сказать... - ძალიან სერიოზული შეკითხვა იყო და დავფიქრდი - "მიმონო" ნანახი გაქვს?

- Да!
- Ну... за то у нас "Борджоми" - მოვუნახე გამართლება ქართულ არჩევნებს :))

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები