მაწუხებს ჩემი სულის ყოფნა ნისლის საკანში, მოჩვენებები და სპეტაკი ზედახორები, თუ მოვინდომე ალბათ ამგვარ ფიქრსაც გადავშლი, მაწუხებს საკნის სივიწროვე, განვმეორდები, სურვილი დიდი არაფერი - მთელი მსოფლიო, მინდა რომ ახლოს მოვიზიდო შორი წარსული, სამწუხაროა, აღარც მიდის ვინმე სოფლიდან, ჩემს გარდა ყველა ქალაქშია თითქმის წასული. მესმის ძაღლები როგორ ჭამენ ყეფვით ამინდებს, გარეთ ქარია, სილით სავსე ყბებით ძაღლები ყეფენ, და ვხვდები კვანტი ისე მწარედ დამიდეს, ჩემით კი არა, სხვისითაც კი ვეღარ ავდგები. ერთ ამოსუნთქვით დაანგრევენ კლდესა თუ ჯებირს, ვიცი ტკივილი როგორია გრძნობის გარეშე, და როგორც ბავშვი მჯერა ტკივილს არჩენს ტუჩები, დედაჩემი რომ მატყუებდა, მკოცნის თვალებში. წამოვიზარდე, დაკოცნილი საღი თვალებით, თვალს ბევრი მოწონს, მაგრამ გული იტევს არავის, დათვლის გარეშე, კარადაში კვლავ ვიმალები, რომ ღმერთმაც ვეღარ დამინახოს - ეტყვის მამამისს. სხვის ოცნებებში გავეხვიე ჩემი ტკივილით, ჩემი ოცნება სხვის ტკივილზე მავნებელია, ვნატრობ, რომ ვინმემ მომარჩინოს, ანდა პირიქით, აზრი არააქვს, ყველაფერი ტუჩის ფერია. დედაჩემი რომ მატყუებდა კოცნით მკურნალი, საკუთარ თავსაც დავემალე გამო შიშების, ყველა ღია კარს მივეკეტე მტკიცე უარით, რომელიც მწარე რეალობით გამომიშვებდა. რადგან შენ არ ხარ! მეც არა ვარ, ისევ საკანი, რექვიემია ჩემი სულის ბასრი და მწველი, შემწირე ვიღაც მსუქან მღვდელთან, როგორც ბატკანი, და გახდი მრევლის ნაწილივით გამონაწველი. რადგან საშველი ტუჩებშია, მხოლოდ ტუჩებში, ჩემთვის არ სცხელა თორემ ღმერთი დღემდე მიხსნიდა, გთხოვ, მესაუბრე გულახდილად ამ სიცრუეში, რომ ჩემი სული გამოვდევნო საკნის ნისლიდან.
ჯონათანის მიერ გამორჩეული მონაკვეთი მეც მომეწონა და კიდევ რამდენიმე ფრაზა გამოვარჩიე. ემოციური ლექსია, მაგრამ ზოგი რამ მეხამუშა. ხმაც უხდება. ცოტა უფრო ემოციურადაც შეიძლებოდა წაკითხვა. :)
ჯონათანის მიერ გამორჩეული მონაკვეთი მეც მომეწონა და კიდევ რამდენიმე ფრაზა გამოვარჩიე. ემოციური ლექსია, მაგრამ ზოგი რამ მეხამუშა. ხმაც უხდება. ცოტა უფრო ემოციურადაც შეიძლებოდა წაკითხვა. :)
"სამწუხაროა, აღარც მიდის ვინმე სოფლიდან, ჩემს გარდა ყველა ქალაქშია თითქმის წასული. მესმის, ძაღლები როგორ ჭამენ ყეფით ამინდებს, გარეთ ქარია, სილით სავსე ყბებით ძაღლები ყეფენ, და ვხვდები კვანტი ისე მწარედ დამიდეს, ჩემით კი არა, სხვისითაც კი ვეღარ ავდგები." – ამას ზეპირად ვისწავლი :)
გულწრფელი და ძარღვიანი ნაწერია, ხარვეზებით :)