ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2015


აინები, მაინები...

  „აინებს, მაინებს, ჭიქებს და საინებს“
  ხსოვნის ძველ უჯრიდან ვიღებ და ვუმზერ...
  წლებმა წასაღები ადგნენ და წაიღეს,
  ბავშვობა-თილისმა ვერ შემხსნეს გულზე...
  „ნარმა და მიტკალი, რა გინდა მითხარი?“
  ახლა მაგ კითხვაზე გაგცემდი პასუხს...
  ჰო, მაგ სიტკბოს მერე პირს მწვავს ეს სიცხარე
  ყოფის, მოსვენება ჩემი რომ არ სურს...
  „ნემსი, მახათი, პაპიროსის ქაღალდი“,
    ამ გათვლას ხომ გახსოვს, ჩხუბიც რომ ახლდა...
    გულში ჩახუტებით სულ ერთხელ გნახავდი,
    ისევ იმ ეზოში, იმ ბებერ სახლთან...
    ახლა ჩემს თაროზე ჭიქებს და საინებს
    ცხოვრება სულ ჭინჭყლი ქმარივით ამტვრევს...
    მე კი ჩემს ოცნებებს ვინაირნაირებ,
    მერე რა, სარკიდან თუ მიმზერს აკმე...
                          09.06.15


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები