ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფორთოხლის გოგონა
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2015


ბოლო სიზმარი (არ დამივიწყო!)

ნაწვალებ სიზმრებში ჩემს წინ რომ დადექი
შიშები დამაცხრა გოლიათ დევებად,
თაფლისფერ სანთელად იწვოდი და მე კი
ვერ მოველ გმირად და ვერ მოველ ვერც შვებად!

მოდი და დარდები კლდეებზე აღმართე,
მოდი და უშენო სიცოცხლე მასწავლე,
ჩურჩულით გადევნე ლოცვები აღმართზე
არ ვიცი მოვლენ თუ, არ ვიცი სად წავლენ...

მაინც რა უდროოდ და რა დროს მესტუმრე!
წასვლას კი ვუცქერდი დანისლულ ჩეროდან,
ცრემლიან სიზმრებად ჩამყევი დღეს თურმე,
მე არა, ვფიცავ, რომ გული გჩემობდა.

ჩავკიდე ცრემლები პირღია ხევებში.
უღმერთოდ ცხელა და მხოლოდ მზის ხვატია,
გათავდა. ფორიაქს და შენს გზებს შევეშვი!
სიზმარმა ბეჭები ვერ შემოატია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები