ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
11 ივნისი, 2015


ჩემი თვალით დანახული გიორგი სააკაძე

გიორგი სააკაძე ჩემთვის მამულიშვილობასთან ასოცირდება... ბევრი ფიქრობს რომ დიდი მოურავი ამოუხსნელი ფენომენია, არასდროს იმდენი არ დაწერილა, რამდენიც სააკაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.
იოსებ ჯუღაშვილის არ იყოს, გიორგი სააკაძე ჩემთვისაც ღირებული პიროვნებაა, როგორც ერთი რიგითი ქართველისთვის. არასოდეს დამცდენია მასზე აუგი, არასოდეს მიმაჩნდა მოღალატედ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე შეიცვალა სარწმუნოება.
ხანდახან ვფიქრობ, რომ უმადური ერი ვართ, სიკეთეს ვერ ან შეგნებულად არ ვაფასებთ. შადიმან ბარათაშვილმა და მისნაირებმა ყოველი ღონე იხმარეს იმისათვის, რომ დიდი მოურავი სამუდამოდ მოეშორებინათ თავიდან, მაგრამ ვერ მოახერხეს.
შადიმანმა და მისნაირმა შურიანმა ადამიანებმა აიძულეს საქართველოსთვის მფეთქავი გული მტრის სამსახურში ჩაეყენებინა, დროებით, მაგრამ მაინც.
გიორგი ისე გარდაიცვალა, გარდაცვლილსაც არ ეღირსა მშობელ მიწაზე დაბრუნება, ქართულ მიწაში ჩასვენება.

გიორგი სიაუშის ძე სააკაძე ჯერ მარტო იმიტომ არის დასაფასებელი, რომ საკუთარ სამშობლოს ყველაზე ძვირფასი – შვილის სიცოცხლე შესწირა პაატას სახით. მის შემდეგ ასეთი რამ იოსებ ჯუღაშვილმა (სტალინმა) გააკეთა, როცა ტყვეობაში მყოფი თავისი ვაჟი გერმანელ ჯარისკაცში არ გასცვალა. თეირანში ვიზიტისას სტალინი ირანის შაჰმა დიდი პატივით მიიღო თავის რეზიდენციაში, სწორედ მაშინ წარმოსთქვა იოსებ ჯუღაშვილმა თავისი ცნობილი სიტყვები:  ,,ნეტავ ახლა გიორგი სააკაძეს აჩვენა როგორი პატივით ღებულობენ ქართველს ირანში“.

პატივისცემით – ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები