ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზღვისპირელი
ჟანრი: პროზა
11 ივნისი, 2015


წერილი ტომს

დღესაც წვიმდა ტომ.
შენ რომ დატოვე, ის ბათინკები ჩავიცვი(მერე რამოხდა, თუ სამი ზომით დიდია,შნუროკები მაგრად მოვუჭირე და მორჩა!) და არცერთი გუბე არ დამიტოვებია, ყველაში გავტოპე
ჰო, სულ გავილუმპე და თმებიდანაც წურწურით მომდიოდა წვიმა.(ვიცი ასეთ სიტვებზე გეცინება და ხან მაგიტომაც ვიგონებ ხოლმე)
მართალია, შენ აქ აღარ ხარ,მაგრამ ჩვენს ჩვევას(გუბეების დალაშქრვის) ხომ არ მოვიშლი?!
იცი როგორ მიყურებდნენ ეს ,,დიდები,,?ალბათ ფიქრობდნენ, ვინ არის ეს შტერიო, მეკიდე მეცინებოდა ასე ძალიან რომ უნდოდათ ,,დიდობა,, რაიციან პატარა რომ ხარ, როგორი კარგია! რამდენი სისულელის გაკეთება შეგიძლია.. ესენი კიდე სულ სერიოზულები არიან...
მართალია წვიმაში ბამბის ვარდისფერი ნაყინი არ იყიდება, მაგრამ შოკოლადის ნაყინი ვიყიდე და მარტომ ვჭამე.. გახსოვს, სულ რომ ვიყოფდით? ახლა სულ მე დამრჩა.. შოკოლადის კარაქიც.. ჟოლოს მურაბაც....ქილიდან რომ ვჭამდით ყოველთვის...აღარ მიყვარს ძველებურად...
წვიმამ გადაიღო.
ცისარტყელაც დავინახე.. ოღონდ მერვე ფერი აკლდა....მე და შენ რომ დავამატეთ-აი ის.
შენი ისედაც დიდი ბათინკები სულ დამძიმდა და ძლივს მოვათრევდი ფეხებს.
როგორც იქნა მივაღწიე სახლამდე.
ახლა ვზივარ და ვფიქრობ.
რა მოსაწყენი იქნებოდა ყველაფერი უშენოდ....ჩემი მხიარული ტომის გარეშე.. კეპი რომ ახურავს და სულ რომ იცინის..
ამ წერილს ფოსტით გიგზავნი, ხომ იცი როგორ მიყვარს ნამდვილი წერილების წერა?!..
ვიცი სადმე სახურავზე აძვრები და იქ წაიკითხავ...
მერე შენი ბატიფეხურით(იცინე, ხო, იცინე) ნაწერ წერილს გამომიგზავნი, სადაც მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერება:
..ჩვენყველაზეკაიტიპებიც,,.....
მუდამ შენი პეპილოტა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები