ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კინწურაშვილი
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2015


  ჩამოტვირთვა

გლეხი ბიჭის ლექსი

მე ვარ ეს ყანა, წინაპრები გლეხები მყავდნენ,
დილით თოხებით ბაბუაჩემს მიჰყვება ნადი,
როცა მზეს კიდევ წყნარად ძინავს ბაბუს ყანაზე,
და უკან როცა ბრუნდებიან მზე უკვე ჩადის.
გლეხის შვილი ვარ, შვილიშვილიც, წინაპრით ვგლეხობ,
ბებიაჩემი ელოდება გლეხებს ყანიდან,
მე ღმერთი მომყავს მარანიდან, (შემინდე ღმერთო),
მერე კი უფალს ადიდებენ, ყანწებს აწვდიან.
ხო, მე გლეხი ვარ, ეს ყანაა ჩემი სიმდიდრე,
მეფის გვირგვინი ჩემს გვარს წილად არასდროს ერგო,
მაგრამ მეფობა რაღად მინდა, თუ კი ვიტირე
მეფე ლირივით. და ასე ვარ მეც ახლა ღმერთო.
ხის ჩრდილში მიყვარს დაძინება წყაროს ნაპირას,
ბალახის სუნში გახვეულის უნარი მერგო,
ხო, მე გლეხი ვარ და გლეხურად მიყვარს ნამდვილად,
გლეხის შვილი ვარ, ვამაყობ და წინაპრით ვგლეხობ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები