ხშირად ვთამაშობთ დახუჭობანას, მე ვიმალები, შენ იხუჭები. მაგ თმების ქარით და ხუჭუჭებით ივსება მერე ჩვენი ქუჩები. ჩუმდები და მზეს ინთებ თვალებში, (მზე ზენიტისკენ ამავალია) და მაგ დუმილის ინტერვალებში რა საიმედო სამალავია- -შენი მიყვარხარ - ასჯერ ვერთქმული (მსუბუქი სუნთქვაც ნელი ფონია.) და ეგ ღიმილი, ცამდე ერთგული, სადაც ვერასდროს ვერ მიპოვნიან.