ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
13 ივნისი, 2015


* * *

უნდა დააგზნო ფიქრის კოცონი
ააფერადო უნდა გრძნობები
ისე, რომ მერე განცდებს მოწოლილს
ხვდეს აღტაცება ამ საოცრებით.

უნდა გაგიჟდე, უნდა გახელდე
უნდა დაიგზნო სულში ცეცხლი და
ამოიგლიჯო გული მკერდიდან,
რომ ათასების გულებს აღებდე.

                                      20.12.2006

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები