*** როცა მარტო ვარ ოთახში და სხვა მხრივ არასდროს... ვფიქრობ, თუ როგორ მივატოვო, ვინც მიმატოვა, გარეთ წვიმაა, მინდა კარი მაგრად ჩავრაზო, ფარდის გარხევაც კი მაშინებს ისე მარტო ვარ.
გამოვეხვიე ფარდაში და როლი მოვირგე, ყველა უბრალო მოკვდავივით ვარ ხელოვანი, მნიშვნელოვანი, როცა გავხდი, ვისთვის მორიგი, ვისთვის მორიგი, როცა გავხდი მნიშვნელოვანი.
მერე კი გავქრი, ჩემგან დარჩა თეთრი ბუმბული, და დაიღვარა წვიმის ნაცვლად ყველგან მელანი, ჯერ სეირნობდნენ, დადიოდნენ, შემდეგ ძუნძული, შემდეგ სირბილი, გამირბოდნენ შემდეგ ყველანი.
მე კი ვიდექი უმოძრაოდ, სუნთქვაშეკრული, მთელი სხეულით დაჭიმული და ოფლიანი, მიკვირდა ძაღლიც, რომ არ მყავდა ჩემი ერთგული, ან თუთიყუში, ჩემზე ოდნავ ზრდილობიანი.
დავბრუნდი ისევ ოთახში და ისევ შიშები, არ ვუბრაზდები სულ არავის, ვინც მიმატოვა, ყოველი წვიმით ვხვდები, სხვაში როგორ ვიშვები, სხვაში, ვისთანაც ერთად ვარ და მაინც მარტო ვარ.