ხუთია დილის, ისევ ზეზე ვარ, გადაფასებულ წიგნებს ვალაგებ. გარეთ კი თურქულ ჩილიმს ეწევა, სიყვარულის და წყევლის ქალაქი.
დგას დაჭმუჭნილი ბოთლების მოდა, მიდის სეზონი ბულის და ბურდის. აქ არა მარტო ლექსი გაკოტრდა, აქ პარნასს შარდის სუნი აუდის.
სცენას ორი გზა გულში გასჩრია, ყრუ მდუმარება მიაქვთ კულისებს. აზიური ტყის იდუმალ შრიალს იჭვით უყურებს ევროპული მზე.
მინის სული აქვთ ფერებს და საგნებს, და გულგრილობა მეფობს სრულიად. სახლი, რომელშიც შენ რილკე თარგმნე, ის სახლი უკვე დანგრეულია.
გუშინწინდელზე ხვალე შორია, უბერებელი ჟამიც შებერდა. შენ-თბილისური გმოსავს გლორია, მე-ბათუმური დამრჩა ლეგენდა.
აცვია ზეცას ცელოფნის ნარმა, შეცვალა წესი უწესო წესმა. დამქროლა ქარმა, დამქროლა ქარმა, დამქროლა ქარმა, უსასტიკესმა."
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. აზიური ტყის იდუმალ შრიალს იჭვით უყურებს ევროპული მზე...
აზიური ტყის იდუმალ შრიალს იჭვით უყურებს ევროპული მზე...
6. ბათუმი, ბათუმი... სათქმელი კარგად ითქვა, ემოციურად და მოხდენილად.
სიკეთე აქაურობას. ბათუმი, ბათუმი... სათქმელი კარგად ითქვა, ემოციურად და მოხდენილად.
სიკეთე აქაურობას.
5. არის! წარმატება ავტორს ++ არის! წარმატება ავტორს ++
4. +2
რამხელა ტკივილს იტევს ყოველი სტროფი. სისხლმდინარე ლექსს დავარქმევდი ამ შედევრს. +2
რამხელა ტკივილს იტევს ყოველი სტროფი. სისხლმდინარე ლექსს დავარქმევდი ამ შედევრს.
3. რა კარგია...:-* ასე პოეტურად გტკიოდეს შენი ქალაქი ...მშურს თქვენი ბავშვო, მერე რა რომ შორეული დაბიდან ხართ...:) 555 რა კარგია...:-* ასე პოეტურად გტკიოდეს შენი ქალაქი ...მშურს თქვენი ბავშვო, მერე რა რომ შორეული დაბიდან ხართ...:) 555
2. კარგი ბავშვი ხარ შენ... კარგი ბავშვი ხარ შენ...
1. რამდენი და რამხელა სიმართლეა ამ მეილში.
და პოეზიაც.
"აცვია ზეცას ცელოფნის ნარმა,"- რა ზუსტია...
რამდენი და რამხელა სიმართლეა ამ მეილში.
და პოეზიაც.
"აცვია ზეცას ცელოფნის ნარმა,"- რა ზუსტია...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|