ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2015


მდუმარებით... (სტიქიის გამოძახილი)

წყალმა წაიღო ოცნებები და იმედები,
და მომავალი სიცოცხლის დროც წაიღო წყალმა,
ქვეყნის ცოდვები ნაგავივით ფეხქვეშ მედება,
ვატყობ, ერთხელაც, მეც იმედებმოკლული წავალ.

მანამ კი, ამ სულს მერამდენე სიცივე დაჰკრავს,
სამშობლოს ტვირთით დაოსებულს, თუ საკუთარით...
ვდგავარ მოყვასის გადამრჩენელ ვაჟკაცის გვამთან
და ვგრძნობ, რამხელა მდუმარებით დუმს აქ უფალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები