*** ისე გეშინია მარტოობის, მეც კი შემიყვარებ ვიმედოვნებ, რადგან სიმართლეზე გაბოროტდი, ცრუს და აფერისტებს იმეგობრებ. ეჭვზე ყურადღებას ამახვილებ, ეჭვობ მეგობრების ერთგულებით, რადგან სიმართლე ვერ გაამხილე, მცირე ილუზიას ეგუები. სადაც სამეფო გაქვს ღრუბლიანი, წვიმის პათოლოგურ შიშებში ხარ, აზრებს უმეცრებას უფრიალებ, თვითონ სხვაზე ოდნავ შიშვლდები და ამბობ, რომ შენშია პროგრესია, ფიქრობ, ძლიერი ხარ, პროგრესული, თესლის აირჩიე პროფესია, ირგვლივ შეიკრიბე მოთესლულნი. ნაყოფს ანაწევრებ ჩიტებისთვის, ხოლო დანარჩენით გაიყორე, პირი შეათავსე მიცემითში, წადი და შენი ბრბოც გაიყოლე. გახდი უმეცრების მორალისტი, ხალხის უღრან ტყეში ეკალბარდად, სცენის უიღბლო და ბრბოს არტისტი, გახდი, მერე გსურდა გეკამათა, მასთან, ვინც გაჩუქა მხედველობა, ვინც ლეშს ჩაუბერა ხელოვნება, ფეხქვეშ უმეცრება გედებოდა, გქონდა სხვების მსგავსი ეროვნება. დიდხანს არ მინდოდა დაყეფება, ახლა უმოწყალოდ ვიკბინები, რადგან მოინდომე გამეფება, ფრთხილად! არ გაგხადო ბიკინები.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. "დიდხანს არ მინდოდა დაყეფება, ახლა უმოწყალოდ ვიკბინები," - ამის ( და საერთოდაც, მთელი ტექსტის) შემდეგ ის "ბიკინები" ისეთი ამოვარდნილი და უადგილო მგონია ბოლოში...
"დიდხანს არ მინდოდა დაყეფება, ახლა უმოწყალოდ ვიკბინები," - ამის ( და საერთოდაც, მთელი ტექსტის) შემდეგ ის "ბიკინები" ისეთი ამოვარდნილი და უადგილო მგონია ბოლოში...
1. +. 24/06/15წ. სხვის სულს ამოფარებუთა მიჩქმალული ბიწიერება იმსახურებს მხილებას ზოგჯერ, ნამდვილად.
+. 24/06/15წ. სხვის სულს ამოფარებუთა მიჩქმალული ბიწიერება იმსახურებს მხილებას ზოგჯერ, ნამდვილად.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|